ავტორი:

რა ხდება გუგუტიანთკარში - დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს ადგილიდან, სადაც ოკუპანტები "ბორდერიზაციას" აგრძელებენ

რა ხდება გუგუტიანთკარში - დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს ადგილიდან, სადაც ოკუპანტები "ბორდერიზაციას" აგრძელებენ

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ადგილიდან ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. მისივე თქმით, გუშინ ოკუპანტებმა დაამონტაჟეს ღობეები და დღეს კვლავ გააგრძელეს მუშაობა.

"ჩვენ გუგუტიანთკარის მისადგომებთან ვდგავართ. ვდგავართ ასევე 24-საათიან რეჟიმში ატოცში და ვცდილობთ შევაჩეროთ ოკუპანტი. ატოცში, ჩორჩანაში და ხურვალეთში გამოგვივიდა. აქ კი, ხელისუფლება მკაფიოდ ეხმარება ოკუპანტებს გუგუტიანთკარის ოკუპაციაში.

მუშაობენ ოკუპანტები. ადგილობრივები სოფლის დატოვებას აპირებენ. სამოქალაქო აქტივისტებს არ გვიშვებენ. სავარაუდოდ არ უნდათ რომ ოკუპანტებს ხელი შევუშალოთ. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?" - წერს დავით ქაცარავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

"ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ. მეორე დღეა, აქტიურად გაჰყავთ ე.წ. საზღვარი, ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია ჩვენსკენ და ბაღების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება. აღარ ვიცით, რა ვქნათ. 7 აგვისტოს დამონტაჟებულის გარდა, ახალი ბოძებიც მოიტანეს და ახლა ამაგრებენ.

ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა თინათინ გუგუტიშვილმა.

ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო