ავტორი:

თინა კანდელაკი ამბობს, რომ კეტი პერიმ სექსუალურად შეავიწროვა : "მოვახერხე, თავი დამეხსნა"

თინა კანდელაკი ამბობს, რომ კეტი პერიმ სექსუალურად შეავიწროვა : "მოვახერხე, თავი დამეხსნა"

კეტი პერი სკანდალში გაეხვა. მოდელი ჯოშ კლოსი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მომღერლის კლიპში Teenage Dreams ამბობს, რომ პერიმ წლების წინ საჯაროდ დაამცირა. კლოსის თქმით, შემთხვევა 2012 წელს მოხდა - პერი ქმართან, რასელ ბრენდონთან ახალი დაშორებული იყო.

„კეტისთან შეხვედრისას მეგობარი წავიყვანე თან, რომელსაც მომღერალთან შეხვედრა ძალიან უნდოდა. კეტი მოვიდა, ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ, შემდეგ კი მოვბრუნდი, რომ მისთვის მეგობარი გამეცნო. ამ დროს კეტიმ მომკიდა ხელი შარვალზე და ტრუსთან ერთად ჩამხადა, იქ მყოფმა ყველა ადამიანმა დაინახა ჩემი პენისი. წარმოგიდგენიათ, როგორ დამცირებულად ვგრძნობდი თავს?“ - ამბობს კლოსი.

მოდელს კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით სკანდალური ფაქტის მოყოლის უფლება ამ დრომდე არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც კლოსმა კეტი პერის „უცნაური“ საქციელის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მომხდარს გამოეხმაურა ტელეწამყვანი თინა კანდელაკიც და „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ პერიმ მისი სექსუალური შევიწროებაც სცადა.

„ერთხელ მე და კეტი პერი ერთსა და იმავე დახურულ წვეულებაზე მოვხვდით. მან საკუთარი ვნებების გამოვლენის ობიექტად მე შემარჩია. მოვახერხე თავი დამეხსნა, ძალოსნურ ვარჯიშებს ამაოდ არ ჩაუვლიათ, კეტიმ კი მაშინვე ახალი მსხვერპლი (საშინელება! ისევ მდედრობითი სქესის) იპოვა საკოცნელად, ჩასახუტებლად და ბინძური ცეკვებისთვის,“ - წერს კანდელაკი.

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - "დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) "