ავტორი:

"სხეულზე შერჩენილი წვეთები საშიშია, წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ" - გინეკოლოგის რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებელ ქალბატონებს

"სხეულზე შერჩენილი წვეთები საშიშია, წყლიდან ამოსვლისთანავე შეიმშრალეთ" - გინეკოლოგის რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებელ ქალბატონებს

ზღვის წყალი აშრობს კანს. უფრო მეტად საშიში, ამ თვალსაზრისით, სხეულზე შერჩენილი წყლის წვეთებია. ისინი კრებენ მზის სხივებს და ზრდიან მათი მოქმედების ინტენსივობას, რაც კანის გამოშრობას იწვევს. დამწვრობაც სწორედ ამ წვეთების დამსახურებაა. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ზღვიდან ამოსვლისთანავე სხეულს პირსახოცით შეიმშრალებთ.

ზღვაზე დასვენება დადებითი ემოციებით დამუხტვის გარდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაცაა. ზღვის წყალი შემადგენლობით ადამიანის სისხლის პლაზმას წააგავს. ამიტომაც ვგრძნობთ წყალში განსაკუთრებულ კომფორტს. სპეციალისტების მტკიცებით, ზღვაზე გატარებული დღეები ადამიანში სტრესს ამცირებს, მცირდება არტერიული წნევა და პულსის სიხშირე. ორგანიზმი გაცილებით მეტ ლიმფოციტს გამოიმუშავებს. ლიმფოციტები კი იმუნური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უჯრედებია, რომლებიც ვირუსებსა და ავთვისებიან უჯრედებს ანადგურებს.

მიუხედავად ზღვაზე დასვენების მრავალი უპირატესობისა, არსებობს რისკები, რომ დასვენება არასასიამოვნო მოგონებად იქცეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, გახდეს მზით დამწვრობა, გადახურება, ტრავმები და სხვადასხვა ინფექციური დაავადება. როგორ მოვახერხოთ, რომ დიდი ხნის ნანატრი შვებულება დროის ჯოჯოხეთურ პერიოდად არ იქცეს, რატომ არის ზღვის წყალი სასარგებლო და ამავდროულად, საფრთხის შემცველი კონკრეტულად ქალბატონებისთვის, რა გავითვალისწინოთ და როგორ დავიცვათ თავი ზღვაზე არსებული საფრთხეებისგან?

ნინო ბარაბაძე, ექიმი-გინეკოლოგი:

- ზღვაზე შვებულების უსაფრთხოდ გასატარებლად არა მხოლოდ მზისგან თავის დაცვაა საჭირო, არამედ პირადი ჰიგიენის ნორმების გათვალისწინება და ექიმის სანიტარიული რეკომენდაციების დაცვაც აუცილებელია. ეს დამსვენებელს საშუალებას მისცემს ზღვიდან დასვენებული და განტვირთული დაბრუნდეს და არა პირიქით - დასტრესილი და კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებული. ინფექციების რისკის წინაშე, განსაკუთრებით, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები დგანან, რადგან კლიმატის ცვლილება და სიცხე მათთვის სერიოზული სტრესია. ამიტომ, უმჯობესია, თავდაცვის მიზნით წინასწარი ზომები მივიღოთ.

- რატომ არის ზღვის წყალი სასარგებლო კონკრეტულად ქალბატონებისთვის?

- ზღვის წყალში მარილის შემადგენლობა ადამიანის სისხლის შემადგენლობის თითქმის იდენტურია. ზღვის წყლის შემადგენელ ყველა ძირითად ელემენტს ჩვენი ორგანიზმისთვის სამკურნალო ეფექტი აქვს. ზღვაში ცურვა და ზღვის აბაზანები ქალებისა და გოგონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა: ჰიპოოვარიის, გვიანი მენარხის, გენიტალიების განუვითარებლობის და კლიმაქტერიული სინდრომისას. იმ შემთხვევაში, თუ ქალებს აღენიშნებათ მასტოპათია, საშვილოსნოს მიომა, ადნექსიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია ან ენდომეტრიოზი, სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ და დასვენების შესახებ რეკომენდაციები გაითვალისწინონ. ასეთ შემთხვევებში, სასურველია, შეირჩეს პერიოდი, როცა წყლის ტემპერატურა არანაკლებ 26-28 გრადუსია, გადაცივება რომ გამოირიცხოს.

- რამდენად უსაფრთხოა ზღვაზე დასვენება ორსულებისთვის?

- თუ ორსული არის 30 კვირამდე და ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ზღვაზე დასვენება არ იკრძალება. 30 კვირის შემდეგ ორსულები რთულად იტანენ მგზავრობას. იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი. ზოგადად, ფიზიკური დატვირთვის სახეობათა უმრავლესობა უსაფრთხოა ორსულებისთვის. სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება მათთვის კარგ ვარჯიშადაა მიჩნეული. მზის სხივები სასარგებლოა კანისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს იმ ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის წარმოსაქმნელად. ორსულობისას კანი უფრო სწრაფად ირუჯება, მომატებულია პიგმენტაცია, ამიტომ, ორსულმა უნდა დაიცვას შემდეგი რეკომენდაციები: მზის ქვეშ მხოლოდ მცირე დრო დაჰყოს; არ მიიღოს მზის აბაზანები 12-დან 17 საათამდე; გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემები, განსაკუთრებით, სახეზე. ასევე, ყოველდღიურად წაისვას მკვებავი და ჰიპოალერგიული კრემები; იცურაოს პატარა ტალღებში.

- თუმცა, გარდა ზღვის წყლის სარგებლიანობისა, თავის მხრივ, წყალი, შესაძლოა, მავნეც იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

- რა თქმა უნდა, თუ გავიხსენებთ ფაქტს, რომ ზღვის წყალი არაერთი მიზეზით ბინძურდება. მასში ხვდება სხვადასხვა ნარჩენი კანალიზაციის სისტემიდან, ასევე, ახლომდებარე საწარმოების პროდუქტები, როგორიც გახლავთ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, ოკეანეში მყოფი გემებიდან მილიონობით კილოგრამი წყალში ჩაყრილი ნარჩენები. ზღვაში ჩაედინება წვიმის სახით ჰაერში არსებული დაბინძურებაც. ზღვის წყალში ბანაობენ ადამიანები, ვისაც აღენიშნება ნაწლავური ინფექციები, ჩირქგროვები კანზე, სოკო და სხვა ინფექციური დაავადებები. ზოგიერთი ზღვას ტუალეტადაც კი მოიხმარს. ზღვაში ჩაედინება არაერთი დაბინძურებული მდინარე. ყველა ეს ფაქტი ხელს უწყობს ზღვის წყლის ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებითა და პარაზიტებით დაბინძურებას. საბედნიეროდ, ამ სიბინძურის წინააღმდეგ არსებობს ბერკეტი - ზღვის წყლის დაბალი ტემპერატურა და მარილიანობა, რითაც ზღვის წყლის პათოგენური აგენტებისგან თვითგაწმენდა ხდება. თუმცა, თუ წყლის მარილიანობა შემცირებულია, აგენტების რაოდენობა კი მომატებული, მათი გადარჩენის შანსი იზრდება. წყლის დაბინძურების რისკი განსაკუთრებით მაღალია, როცა ზღვაში ერთდროულად ბანაობს დიდი რაოდენობით ხალხი. რაც უფრო თბილია ზღვის წყალი, მით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ბაქტერიები და ვირუსები.

- რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს დაბინძურებულ ზღვის წყალში ბანაობისას?

- ზღვის წყალში ყველა მიკროორგანიზმი ვერ ძლებს. მაგალითად, არ არის სწორი მოსაზრება, თითქოს, ზღვისგან, შესაძლოა დაავადდეთ ქლამიდიოზით, სიფილისით, გონორეით, აივ-ინფექციით, ჰეპატიტებით, მუცლის ტიფით, ტუბერკულოზით და ა.შ. მაგრამ ნამდვილად გადამდებია როტა და ენტეროვირუსები - ყველაზე ხშირი მიზეზი ზღვის გასტროენტერიტების (კუჭ-ნაწლავის აშლილობები), ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკები, ქოლერის ვიბრიონი. ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ორსულებისთვის...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი