ავტორი:

დატოვებს თუ არა პოსტს კობა გვენეტაძე და რა კომენტარს აკეთებს ლარის კურსზე

დატოვებს თუ არა პოსტს კობა გვენეტაძე და რა კომენტარს აკეთებს ლარის კურსზე

იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას, - ამის შესახებ ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე საუბრისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზების გაკეთება. ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინი, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა, რამაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე. ჩვენ რაიმე კონკრეტული ნიშნული ლარის კურსისთვის არ გვაქვს, ჩვენი მთავარი მანდატია ინფლაცია. 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ამ კომიტეტზე ვიმსჯელებთ. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, ვიღებთ ყველა ზომას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნაზე პასუხს, რომ გვენატაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოსტიდან წასვლას არ აპირებს.

"არანაირ თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ", - აღნიშნა გვენეტაძემ.

LIVE: "360 გრადუსი" - მამუკა ხაზარაძე, დავით ჭიჭინაძე, ემზარ კვიციანი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მკურნალობის მიზნით შესასვლელად, მიზნობრივი ვიზა აღარ დასჭირდებათ