ავტორი:

"კომედის ჯგუფის დიდი ნაწილი ჩვენთან არის, ჩვენთან არის მაია ასათიანი..." - პაატა სალია "რუსთავი 2"-ის გეგმებზე

"კომედის ჯგუფის დიდი ნაწილი ჩვენთან არის, ჩვენთან არის მაია ასათიანი..." - პაატა სალია "რუსთავი 2"-ის გეგმებზე

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

როგორც პაატა სალიამ განაცხადა, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, იმისათვის რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს.

"რუსთავი 2"-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი.

კომედის ჯგუფის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთან არის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის, დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი. შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე დავბრუნდეთ "კურიერით". მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად, მაყურებელს პირველებმა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ხდება ქვეყანაში", - განაცხადა პაატა სალიამ.

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს