ავტორი:

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას

საქართველოს მალე ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს წარადგინა.

ცნობისთვის, გახარია შს მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა, ის ამავე დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც იყო.

გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, უკვე 76 დღეა ითხოვს. "ოცნების" გადაწყვეტილებას გახარიას პრემიერად წარდგენის თაობაზე, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტი კვლავ მოჰყვა - აქცია "სირცხვილიას“ წარმომადგენლები პარლამენტთან აპროტესტებენ ახალი პრემიერის კანდიდატურას.

გახარიას პრემიერად წარდგენას აქტიურად განიხილავენ "ფეისბუქზეც":

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან. ერთადერთი მისია რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა! უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას! სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა. მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა"

შოთა დიღმელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი:

"ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ ქართულ ოცნებას არ უნახავს.

გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ ქართულ ოცნებას. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს.

ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შსს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შსს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში.

გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ ოცნებისთვის ხელისუფლების წართმევით მიიღწევა"

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი:

"აი, ისეთი თანმიმდევრული მოძალადეა ტიპი და ისე აფიშირებულად აბანძებს ერს, ისე ღიად ფეხებზე იკიდებს საზოგადოებრივ აზრს და დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით დასცინის, რო მგონი უკვე ამ თანმიმდევრულობაზე კაიფის დაჭერა შეიძლება.

თან როგორი დიდებულად რუსული დანიშვნები: პრემიერი - რუსი, თავდაცვა წაართვა ამერიკელებისთვის მისაღებ და დალაგებულ იზორიას და ჩააბარა რუსს. ოფიციალური კრასნოდარის კრაი გამოცხადდა. ლიკუეტ სტალიცა გრუზიი"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს