ავტორი:

"რა? სად? როდის?" მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა!"

"რა? სად? როდის?" მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა!"

ინტელექტკლუბის - "რა? სად? როდის?" წევრს ნიკა აგლაძეს თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. 29 წლის მოაზროვნეს ცოტა ხნის წინ თავის ტვინში კავერნოზული ჰემანგიომა აღმოუჩინეს და ოპერაციისთვის, რომელიც გამა დანით უნდა გაკეთებულიყო, თურქეთში გადაიყვანეს.

ოპერაციისთვის საჭირო თანხები ოჯახმა მეგობრებისა და ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით შეაგროვა. AMBEBI.GE დაინტერესდა ნიკა აგლაძის ამჟამინდელი მდგომარეობით და მის დას, ნინა აგლაძეს დავუკავშირდით:

"გამა დანის პროცედურა არ კეთდება ნარკოზით, თავზე აფარებენ შლემს და დასხივებით, ლაზერით ჭრიან ტვინში არსებულ კავერნოზულ ჰემანგიომას. ნიკას ეს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ძალიან კარგადაა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა! გამოწერეს უკვე, ერთხელ მივა კიდევ კლინიკაში და 30 სექტემბერს თბილისში ჩამოვა.

პროცედურის ღირებულება დაახლოებით 7 000 დოლარი იყო. მთლიანი ხარჯები ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან არაა ცნობილი რისი გაკეთება დასჭირდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში. შემდეგ კიდევ ერთხელ მოუწევს განმეორებითი კვლევის ჩატარება, თუმცა ამ მომენტში ყველაფერი რიგზეა. ნიკას ვესაუბრე და მშვენიერ განწყობაზეა, მხნე ხმა აქვს და დამშვიდებული.

ოპერაციის თანხა შეგროვდა ჩვენი მეგობრების, ახლობლების, ნათესავების და სრულიად უცხო ხალხის დახმარებით. ჩემი მეგობრების - გიგა წიბახაშვილის, ლადო წიბახაშვილისა და სალი დადიანის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ივენთი გავაკეთეთ "წიბახა სამაგიდო თამაშების კლუბში", ღონისძიება "ფეისბუქზეც" გაზიარდა და ბევრმა ასე გაიგო, რომ ნიკა ცუდადაა.

ბოლო მომენტამდე ველოდებოდით დაფინანსებას, რომელმაც დაიგვიანა და ამიტომაც გადავწყვიტეთ საქველმოქმედო ღონისძიების გაკეთება. დაგვეხმარა ყველა! საქველმოქმედო საღამოზე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ნიკას მოსწავლეებმა (ნიკა ისტორიის მასწავლებელია, ავტ.) და მათაც ძალიან დიდი მადლობა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ნაჩქარევად გამოყო ოპერაციის (გამა დანით პროცედურის) თანხა. იმ მომენტისთვის ჩვენ უკვე ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და თანხაც შეგროვებული იყო, რომელმაც სრულიად დაფარა ფრენის, თურქეთში ცხოვრების და მომავალი რეაბილიტაციისა და გამოკვლევების ხარჯები. ამისთვის მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ დროს გვერდში დაგვიდგა!

ამასთანავე, როდესაც ინტერნეტში ინფორმაცია გავრცელდა მერიიდანაც დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს ხარჯების დაფინანსება, თუმცა რადგან თანხა უკვე იყო შეგროვილი, უარი ვუთხარით" - გვითხრა ნიკა აგლაძის დამ, რომლის ინფორმაციითაც, მოაზროვნე თბილისში 30 სექტემბერს დაბრუნდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ