ავტორი:

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი ლარის მომავალზე

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი ლარის მომავალზე

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“.

როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ.

„მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, რამაც ეს გამოიწვია.

მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ინსტიტუციაა. მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური,“-განაცხადა მაჭავარიანმა.

გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, მინისტრმა კიდე ერთხელ აღნიშნა, რომ მიზეზები კომპლექსურია და ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ტურისტული ემბარგო და ამ მიმართულებით 200-300 მილიონის დანაკლისის მოლოდინი დაასახელა.

ცნობისთვის, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილებას შეუწყვეტენ? - საბჭო პრეზიდენტს მიმართავს

რას პასუხობს კახა კალაძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ბერა ამაზონის ტყის გადასარჩენად, ქველმოქმედებისთვის გააკრიტიკეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს