ავტორი:

ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული - "დედას უთხრეს: შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო"

ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული - "დედას უთხრეს: შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო"

ქართველი ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულმა ფოტომ, რომელზეც 3-გზის "ოსკაროსანი" მსახიობის - მერილ სტრიპის ქართველი ორეულია აღბეჭდილი.

თამარ ჭანტურიას მსგავსება ლეგენდარულ მსახიობთან იმდენად დიდია, რომ მათი გარჩევა ერთი შეხედვით ნამდვილად გაგიჭირდებათ.

სტრიპის ქართველი ორეული, სილამაზის ხაზმა - "ბიუთი ენდ ბოქსმა" აღმოაჩინა. დიზაინერ თეონა თავართქილაძის ბრენდმა თამარ ჭანტურია ოქტომბრის თვის სახედ აირჩია.

AMBEBI.GE თამარ ჭანტურიას დაუკავშირდა, რომელმაც გაგვიმხილა, რომ მსოფლიოს კერპ ვარსკვლავს 15 წლის ასაკიდან ამსგავსებენ:

"მე ვარ თამარ ჭანტურია, 47 წლის. თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დიზაინის მოდელირების ფაკულტეტი. თუმცა, პროფილი შევიცვალე და რამდენიმე წელი მაღაზიებს ვემსახურებოდი - ინტერიერსა და ექსტერიერზე ვმუშაობდი.

მერიის არქიტექტურის სამსახურში 9 წელი ვიმუშავე და საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, 4 წელია მაქვს ჩემი არქიტექტურული სტუდია, კერძო დაკვეთებზე ვმუშაობ. მყავს ორი შვილი - 28 და 9 წლის ასაკის.

- ამ პროექტში როგორ მოხვდით?

- 1 წელია რაც Beauty and the Box-ის გამომწერი ვარ. მე და თეონა თავართქილაძე აკადემიიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჯგუფელები ვიყავით. მთელი ცხოვრება, ჩემი სამეგობრო მერილ სტრიპს მეძახის. ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში გავუჩერებივარ ხალხს და ძალიან მეცნობიო. ვხვდები, ამ დროს ვისაც მამსგავსებენ. თეონამ შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა და მართლა სასწაული ფოტოსესია შედგა.

- პირველად რა ასაკში მიგამსგავსეს ლეგენდარულ მსახიობს?

- დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, როდესაც მე და დედა სამოგზაუროდ წავედით გემით ვოლგისპირეთში. რუსეთის ჯგუფში იყო ერთი ქალბატონი, რომელმაც საღამოს ვახშმის დროს დედას უთხრა, სახელს ვერ ვიხსნებ და შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო. მეორე დღეს მოვიდა და გვითხრა - გამახსენდა, მერილს სტრიპს ჰგავსო. მანამდე დედაც მამსგავსებდა თურმე, მაგრამ არ უთქვამს.

- მეუღლეს თუ მიუმსგავსებიხართ?

- რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის შემდეგ, მეორედ რომ მოვიდა ჩემთან სტუმრად მომიტანა კასეტა, რომელშიც ის ფილმი იყო ჩაწერილი, ახალგაზრდა მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო რომ თამაშობდნენ.

ვგიჟდები მერილ სტრიპზე, უნიჭიერესი ქალია, მაგრამ მისთვის არასოდეს მიმიბაძავს და არც მისი სტილი ამიღია. გამორჩეულია ჩემთვის ფილმი „აფრიკელი“. მართლა არ მინდა, ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდეს, მაგრამ ახალი ნაცნობები, საუბრის ბოლოს ასე ამთავრებენ - "როგორ გავხართ მერილ სტრიპს".

- თქვენი შვილები როგორ უყურებენ ამ ფაქტს?

- უფროსი ყოველთვის აღნიშნავდა, დედა, როგორ გავხარო. უმცროსი ელენე ჯერ პატარაა, მაგრამ ფოტოსესიაზე გამომყვა და მაკიაჟი რომ გამიკეთეს გადაირია.

- მშობლებიდან ვის გავხართ?

- უფრო მამას, რომელიც გარდაცვლილია... მაგრამ ასაკში რომ შევდივარ, უფრო დედის იერი მაქვს. არასოდეს მომბეზრებია ის მომენტი, რატომ მამსგავსებენ-მეთქი, პირიქით, მიხარია, სიამოვნებით გავიცნობდი მერილ სტრიპს! ახლა მეუბნებიან, გავუგზავნოთ ფოტოები და მივწეროთ, რომ საქართველოში ცხოვრობს ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს.

- მსახიობობაზე თუ გიოცნებიათ?

- არა, მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ჩემი თავი კიდევ სხვა კუთხით დავინახე. გამაბედნიერა, გამახალისა, სხვა ძალა და სტიმული მომცა და სხვა შუქი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ