ავტორი:

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

იცით თუ არა, რომ ლოკოკინის ლორწოს რეგულარულ გამოყენებას შეუძლია კანს დაუბრუნოს ტონუსი, მოაშოროს პიგმენტური ლაქები და ნაოჭები, გააუმჯობესოს სისხლის ცირკულაცია და ფაქტობრივად, უკვალოდ გააქროს იარები?

ლოკოკინის ლორწო ნატურალური კომპონენტია, რომელიც მრავალი კრემის, ბალზამის, გელისა და ლოსიონის შემადგენლობაში შედის. ეს საშუალებები კანის ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვიან და მას გაცილებით ჯანსაღ იერს ანიჭებენ.

ლოკოკინის მუცინი - სწორედ ასე ჰქვია მოლუსკების ლორწოს, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. კანზე წასმის შემდეგ, ის უხილავ დამცავ აპკს ქმნის, რომელიც ერთდროულად ტენსაც ინარჩუნებს და შესანიშნავად ატარებს ჟანგბადს.

ლოკოკინის ლორწოს შემადგენლობა

ლოკოკინის მუცინის შემადგენლობაში შედის აქტიური ბიოლოგიური ნივთიერებები, ნატურალური წარმოშობის ანტიბიოტიკები. მათ მოლუსკის ორგანიზმისთვის რეგენერაციის ეფექტი გააჩნიათ.

შემადგენლობა:

  • გლიკოლის მჟავა (უზრუნველყოფს კანის განახლებას და მკვდარი უჯრედების მოშორებას).
  • კოლაგენი, ელასტინი ( ნაოჭების გაჩენის თავიდან აცილების პროფილაქტიკისთვის, ანიჭებს კანს ელასტიკურობას და სიმტკიცეს);
  • ალანტოინი (აღადგენს კანის უჯრედებს);
  • ანტიბიოტიკი პეპტიდები (ანელებს ანთებით პროცესებს, ასტიმულირებს კანის დამცავ ფუნქციებს ბაქტერიების ზემოქმედებისგან);
  • A, E, C ვიტამინები (ატენიანებს და ჭიმავს კანს, შეიცავს ანტიოქსიდანტურ თვისებებს).

ის ფაქტი, რომ ლოკოკინის ლორწო სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. ლოკოკინებს მრავალი წლის მანძილზე ამრავლებდნენ სამხრეთ ამერიკაში მდებარე ფერმაში დელიკატესების დამზადების მიზნით. 1980-იან წლებში, ერთ-ერთმა ფერმერმა, სახელად ფერნანდო ბასკუნიანმა, შეამჩნია, რომ ფერმაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ლოკოკინებს აგროვებდნენ, ხელებზე მშვენიერი კანი ჰქონდათ და ჭრილობები უკვალოდ უხორცდებოდათ. ამ ფაქტით დაინტერესებულმა ფერმერმა ლოკოკინის ლორწოს შესწავლა დაიწყო. კვლევები 15 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 1995 წელს კი პირველი სახის კრემი გამოვიდა ბაზარზე, რომელიც ლოკოკინის ლორწოსგან იყო დამზადებული.

ლოკოკინის ლორწო წყლისგან და რთული ცილისგან - მუცინისგან შედგება. ლოკოკინებს ორნაირი ლორწოს გამოყოფა შეუძლიათ.

როგორ მიიღება მუცინი?

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ლოკოკინები, რომლებისგანაც იწარმოება მუცინი, არ იტანჯებიან და არ კვდებიან მისი მოპოვების პროცესში. პლანტაციაში მოგროვებულ ლოკოკინებში ხდება სეკრეციის სტიმულირება (ჰაერის მაღალი ტემპერატურის მეშვეობით, რაც არ აყენებს ზიანს მოლუსკებს). გამოყოფილი ლორწო წყლის დახმარებით გროვდება, შემდეგ იფილტრება და იწმინდება. ყველა ამ პროცედურის შემდეგ, ლოკოკინები პლანტაციაში ბრუნდებიან გასამრავლებლად. მათ ეკოლოგიურად სუფთა პირობებში ამრავლებენ და კარგად კვებავენ.

ლოკოკინის კოსმეტიკა

მოლუსკების საიდუმლო შემადგენლობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ლოკოკინის ექსტრაქტი სახის მოვლის საშუალებებში შედის. კორეულ კოსმეტიკაში დამატებული ლოკოკინის ლორწოს შეუძლია კანის მრავალფეროვანი პრობლემების გადაჭრა.

  • ხელს უწყობს კანის აღდგენას და აქრობს ანთებას.
  • ამშვიდებს კანს და ამცირებს ალერგიული რეაქციებისგან გამოწვეულ დისკომფორტს.
  • ატენიანებს და კვებავს დერმას.
  • ებრძვის დაბერების პროცესს.
  • ავიწროებს ფორებს.

ლოკოკინის კოსმეტიკა მხოლოდ სახეზე არ გამოიყენება. არსებობს ხელების და ტანის მოვლის პროდუქტებიც.

ვის მოუხდება ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზე დამზადებული პროდუქცია და როგორ უნდა გამოიყენოთ ის სწორად?

მუცინის შემცველობის კოსმეტიკური პროდუქტები, პირველ რიგში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს გაუწყლოვება, მშრალი და დამჭკნარი კანი. კრემები განსაკუთრებით აქტუალურია 35-40 წლის ასაკის ქალებისთვის. კრემი მცირე რაოდენობით, თხელ ფენად უნდა დაიტანოთ სახეზე. მას უნიკალური ტექსტურა აქვს. მოერიდეთ მის გამოყენებას ბაზის სახით, მაკიაჟის ქვეშ. საუკეთესოა, თუ მას ღამე, ძილის წინ წაისვამთ.

სასწაული გარანტირებულია, მაგრამ არა მაშინვე! ნებისმიერ კანის კრემს აქვს „დაგროვებითი“ ეფექტი, ის უნდა წაისვათ რეგულარულად და სწორად, როგორც წესი, შედეგს 2 თვეში დაინახავთ.

საქართველოში, ცნობილი კორეული ბრენდი „მიზონი“ PSP-ს სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის.

ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. „მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, ტონიკებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს.

გაეცანი მშენებარე და ახალაშენებული ბინების გეგმარებებსა და ფასებს, ერთ ვებგვერდზე - House.ge

შეიძინე რაც გაგიხარდება, Extra.ge-ზე სააღდგომო ფასდაკლებები დაწყო

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?