ავტორი:

"მოვა დრო, როცა ქართველები მიხვდებიან, რომ ჩასაქოლი ადამიანი არ ვარ" - ლიზა ყენიას ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებსა და ყოფილ სიყვარულზე

"მოვა დრო, როცა ქართველები მიხვდებიან, რომ ჩასაქოლი ადამიანი არ ვარ" - ლიზა ყენიას ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებსა და ყოფილ სიყვარულზე

ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია, ცნობილი ქართველი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილია, თუმცა საზოგადოება მას სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან იცნობს. ლიზამ პოპულარობა პატარა ასაკიდანვე მოიპოვა და ხანდახან სკანდალების ქარცეცხლშიც ეხვევა.

ლიზას ცხოვრებაში ახლა ახალი ეტაპი დადგა, უმშვენიერესმა გოგონამ გადაწყვიტა დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ შემოქმედებას და სწავლას დაუთმოს. ლიზა ყენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ტურიზმის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს.

სულ მალე ეკრანებზე მომღერლის ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდება, რომელიც ბუნებრივია სკანდალური და ეპატაჟური ნამუშევარი იქნება. ლიზას არ უყვარს ინტერვიუები და სატელევიზიო გადაცემები, თუმცა "რეიტინგისთვის" გამონაკლისი დაუშვა და გულახდილი ინტერვიუ მოგვცა, სადაც ყველა საინტერესო თემაზე გულახდილად ისაუბრა. ლიზასთან საუბარი ზაფხულით დავიწყეთ, წელს მან საოცნებო კურორტებზე დაისვენა და საყვარელ მუსიკალურ დიჯეისაც შეხვდა.

- ლიზა, როგორ გაატარეთ ზაფხული?

- არაჩვეულებრივი ზაფხული მქონდა, შეიძლება ითქვას რომ თინეიჯერობის ასაკიდან დაგროვილი ოცნებები ამიხდა. ყოველთვის მინდოდა იბიცაზე მოხვედრა, ეს ოცნება ამიხდა, ჩემს დასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი იბიცაზე. იქ შევხვდი, ჩემთვის ICON ადამიანის, Black Coffee-ს, მასთან მოვხვდი პირისპირ, ძალიან მიყვარს ეს მუსიკოსი, ჩემი ინსპირაციაა. ასევე ვიყავი ბარსელონაში ჩემს მეგობრებთან ერთად. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთია რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

- თუმცა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული...

- ნამდვილად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბოლო პერიოდში შევძელი და გავხდი ოჯახისგან დამოუკიდებელი ადამიანი. ჩემს მიერ დაბანდებული თანხებით მოვახერხე იბიცაზეც და ბარსელონაშიც დასვენება.

- რა არის შენი შემოსავლის წყარო?

- კონცერტები და ინსტაგრამ ინფლუენსერობით დაგროვილი ფული - ესაა ჩემი შემოსავალი. მართალია ბევრი კონცერტები არ არის, მაგრამ ამის დროც მოვა. მე მინდა ჩემი შექმნილი სიმღერები ვიმღერო. თუ გინდა არტისტი გექრვას, არ უნდა იყო ვიღაცის კოპირება, თუ შენ არ შეგიძლია სიმღერების შექმნა, სხვამ უნდა შეგიქმნას. ახლახანს აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ შემიძლია სიმღერების დაწერა და რამდენიმე დავწერე კიდეც.

- ცნობილია, რომ ერთ-ერთ სიმღერაზე ახალ კლიპს იღებთ, მოგვიყევით ამ კლიპის შესახებ?

- ლონდონში არის მუსიკოსი სკარლზი, რომელმაც გამიკეთა დიდი საჩუქარი, სწორედ მან გამიმზადა ინსტრუმენტალი, რომელზეც ავაწყვე სიმღერა, ტექსტი და მელოდია. ახლა ვიღებ კლიპს. ვცდილობ მაქსიმალურად ესთეტიური და ლამაზი გამოვიდეს კლიპი. ვიცეკვებ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, რომლებიც საუკეთესოები არიან საქართველოში. ჩემს კლიპში ასევე იცეკვებს ირაკლი ფიფია, რომელიც კლიპის ქორეოგრაფიც იქნება. კლიპის გადაღებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ლოკაციაც, ამიტომ რესტორან „დორსზე“ გავაკეთე არჩევანი. ვიდეოში ჩემი მეგობრებიც იღებენ მონაწილეობას, კლიპის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, მაგრამ სცენარი ჩემი ინსპირაციის შედეგია.

- ვიცით, რომ ასევე ფერადკანიანი მამაკაცი გაგიწევს პარტნიორობას ახალ კლიპში, რატომ შეაჩერე არჩევანი ფერადკანიან მსახიობზე?

- კი, ფერადკანიან მსახიობსაც იხილავთ ჩემს კლიპში. მას ჩვენს ქვეყანაში კარგად იცნობენ, წარმატებული მსახიობია. ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ, ზოგჯერ რასიზმი პრობლემაა, მე კი ამ ფორმით მინდა საზოგადოებას ვაჩვენო, რომ არ არის გამართლებული რასიზმი.

- კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?

- ჩემი პლიუსია თუ მინუსი ვერ გეტყვით, მაგრამ არასდროს ვარ ამაყი საკუთარი თავით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვე, ეს ძალიან მახარებს. მარტივი არ არის დამოუკიდებლად ცხოვრება.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ცალკე გადახვედით საცხოვრებლად?

- მაიამ დამოუკიდებლად გამზარდა, მაგრამ მატერიალურ დამოუკიდებლობას ჯერ მხოლოდ დუმილის დონეზე იმჩნევს, დარწმუნებული ვარ უხარია. რაც შეეხება ცალკე ცხოვრებას, ცალკე საცხოვრებლად არ გადავსულვარ.

- რითი ჰგავხართ დედას - მაია ჯაბუას?

- დედამ მასწავლა ვიყო უშუალო, მიმტევებელი, მიმნდობი. მასწავლა სიყვარული ჩემი მსმენელის და ადამიანების მიმართ, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს ჩემს საქმეში.

- არ გიფიქრიათ ქვეყნის დატოვება და სხვაგან გადასვლა?

- ამ კითხვაზე ჩემი დადებითი პასუხი საზოგადოების ნაწილში აგრესიას იწვევს. ეტყობა ვერ ვაგებინებ ხალხს რომ საქართველო არ მძულს, ძალიან მიყვარს, ჩემთვის საუკეთესო ადგილია დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბუნებრივია წასვლა და სხვა ქვეყნის შოუ-ბიზნესში საკუთარი ძალების მოსინჯვა მიფიქრია. თუმცა, ბოლო პერიოდში მივხვდი, საქართველოში რა რესურსიც მაქვს განვითარებისთვის ეს ჯერ სხვაგან არ მექნება და ბოლომდე უნდა ამოვწურო აქ საკუთარი რესურსი. წასვლაც ჩემი ნებაა, მაგის დროც მოვა და ეს კარგი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ქვეყნისთვის...წაიკითხეთ სრულად

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"

"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი

BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს