ავტორი:

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

2 ნოემბერს Summer Set შემოდგომის მეორე ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ჰედლაინერიც გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha გახლავთ. Summer Set-ის ოქტომბერში გამართულ ფესტივალს ცოცხალ ორკესტრთან ერთად 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, გუნდი ამჯერადაც იმავე რაოდენობის ადამიანებს ელის.

“ჩვენი ბრენდი მასშტაბურ ღონისძიებებზეა ორიენტირებული, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალების და კლუბების ჰედლაინერი Boris Brejcha ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს, ამიტომ სტუმრების ანალოგიურ რაოდენობას ველოდებით 2 ნოემბერსაც”,-ამბობს Summer Set-ის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ლოკაციის ვიზუალური მხარის გრაფიკული გამოსახულება წინასწარვე გაავრცელეს, რომ მსმენელმა იცოდეს, როგორ გარემოში აღმოჩნდება. “Summer Set 2013 წლიდან არტ მენეჯერთან და განათების რეჟისორთან სანდრო ქორიძესთან თანამშრომლობს. სანდრო დღეს კიევში მოღვაწეობს და სხვადასხვა წამყვანი ფესტივალებიდან აქვს მიწვევები. მასთან ერთად 2 ნოემბრის ღონისძიებაზე უკრაინელი ვიჯეი ალექსეი ტუშენკო იმუშავებს, განათებას კი ტექნიკურად MS Lights უზრუნველყოფს.”

სცენას მარჯვენა და მარცხენა მხრებიდან მატარებლის ფუნქციური ვაგონები გააფორმებს, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ეზოში სტარტაპერები და სხვადასხვა გასართობი ზონები დახვდებათ, ბაროკოს სტილს, რომელიც ფესტივალის წინა ღონისძიებაზე იყო გამოყენებული ურბანული ჩაანაცვლებს. ღონისძიება 2 ნოემბერს 22:00-დან დაიწყება, მანამდე კი შეგიძლიათ ფოტო და ვიდეომასალა ნახოთ.

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან