ავტორი:

სიმსივნეების მკურნალობის რა ინოვაციური მეთოდები გააცნო კლინიკა "ანადოლუს“ ონკომიმართულების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგებს

სიმსივნეების მკურნალობის რა ინოვაციური მეთოდები გააცნო კლინიკა "ანადოლუს“ ონკომიმართულების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგებს

მედიცინის სფერო ყოველდღიურად ვითარდება, დაავადებების მკურნალობის გზები უმჯობესდება, რაც ათასობით გამოჯანმრთელებულ პაციენტს ნიშნავს. მეცნიერები მუშაობენ და ინოვაციურ მკურნალობის მეთოდებს ნერგავენ ერთ-ერთი გავრცელებული დიაგნოზის - ავთვისებიანი სიმსივნის გარშემოც.

თანამედროვე მედიცინის მიღწევებით გამოირჩევა თურქეთში მდებარე ამერიკული სამედიცინო ცენტრი „ანადოლუ“. ჰოსპიტალი უკვე 20 წელია, რაც ფუნქციონირებს და აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ ონკოლოგიური დაავადებების დარგში.

თბილისში, „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, სერდარ თურჰალის მოხსენებითი კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებაზე სერდარ თურჰალი საერთაშორისო დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, თავის პაციენტებსა და ქართველ კოლეგებსაც შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მან კიბოსა და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შესახებ ისაუბრა.

მოხსენებისას სერდარ თურჰალმა ყურადღება გაამახვილა მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, გაირკვეს, თუ როგორ მიმდინარეობს სიმსივნის ზრდა.

ამასთან, სერდარ თურჰალის განმარტებითვე, კიბოსა და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიზნობრივი თერაპია.

„ხალხის დასახმარებლად ჩვენ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ. მათ შორისაა მიზნობრივი თერაპია და მოლეკულური დიაგნოსტიკის ტესტი, რათა დავადგინოთ, რომელი თერაპიაა საუკეთესო პაციენტებისთვის. ასევე, რადიაციის ონკოლოგიური ჯგუფი ოპერაციის დროს იყენებს ყველაზე თანამედროვე რადიოთერაპიის მოწყობილობებს“, - აღნიშნა სერდარ თურჰალმა.

ღონისძიების მიზანი „ანადოლუს“ ქართველ ექიმებთან და პაციენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა იყო. აღსანიშნავია, რომ "ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრში, მისი დაარსების დღიდან ფუნქციონირებს საერთაშორისო განყოფილება, რომელიც მთლიანად იღებს პასუხისმგებლობლობას უცხოელ პაციენტებზე. ჯგუფი დაკომპლექტებულია 65-ზე მეტი თანამშრომლისგან, კოორდინატორებისა და თარჯიმნების ჩათვლით, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზეც. ყოველწლიურად კლინიკის სპეციალისტები ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში ათასობით პაციენტს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან ჩამოსულ მოქალაქეებს.

„კონფრენციის მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, პაციენტებმა გაიგონ, როგორი ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები არსებობს მსოფლიოში. ჩვენ მსოფლიოს სტანდარტებით ვმუშაობთ. კონფერენციისას ინფორმაციას მიიღებენ არა მარტო პაციენტები, არამედ ჩვენი ქართველი კოლეგებიც, რადგან ღონისძიებას ესწრებიან ქირურგები, ონკოლოგები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები...“ - აღნიშნა კლინიკის საერთაშორისო განყოფილების სპეციალისტმა, სანტიტა აქიოლმა.

"ანადოლუს“ საერთაშორისო განყოფილება შედის კლინიკის შემადგენლობაში, ამიტომ მისი მომსახურება უფასოა, და, რაც მთავარია, ცენტრის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს პაციენტს, მიიღოს სწრაფი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ენისა და სხვა ბარიერების გარეშე.

„პაციენტები ჩვენს კლინიკის ვებ-გვერდზე https://www.anadolumedicalcenter.com/en შედიან და თავიანთ მონაცემებს ავსებენ. ამის შემდეგ, ჩვენს ცენტრში ხდება დიაგნოზის გადამოწმება. საქართველოს რეგიონის სპეციალისტები კი, ქართველ პაციენტებს ყველაფრის ორგანიზებაში ვეხმარებით“, - განაცხადა „ანადოლუს“ საერთაშორისო დეპარტამენტის სპეციალისტმა, ლუკა ბოლქვაძემ.

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის

დაზოგილი დრო, მეტი სანდოობა და კომფორტი - რას გულისხმობს „კერხერის“ მობილური სერვისი

მოდუსი - ჩვენ ერთი გუნდი ვართ