"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის განცხადებით, საპატრიარქო, მეუფე პეტრესთან ერთად, სინოდის უკლებლივ მთელმა შემადგენლობამ უნდა დატოვოს, მათ შორის, პატრიარქმაც.

როგორც მინდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ ეკლესია კოლაფსამდე და უფსკრულამდე მიიყვანეს.

„ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ არსებული შემადგენლობით, მთელი სინოდი, უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, ვალდებულია ბოლომდე გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში. კოლაფსის წინაშე დგას მთელი საპატრიარქო, ეკლესიის ადმინისტრაცია.

მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ფორმით ვეღარ მართავენ ეკლესიას, აღარ იმსახურებენ მრევლის ნდობას და უნდა წავიდნენ თავ-თავიანთ მონასტრებში. ეს არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი.

ჩვენ დავინახეთ, რომ წლების განმავლობაში, ამ ფორმით ეკლესიის მართვამ მიიყვანა ერთის მხრივ საპატრიარქო, ეკლესიის ადმინისტრაცია, კოლაფსამდე და მეორეს მხრივ, უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას, რამდენადაც მისცა ხელისუფლებას ეკლესიის შიდა საქმეებში ადმინისტრაციული ჩარევის უფლება, რაც ამოვიკითხეთ იაკობის მონათხრობიდან.

უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, ყველას ვგულისხმობ და პირველ რიგში პატრიარქს. თვითონაა პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა. ეს არ არის ერთი დღის საქმე. ეს არის ჩემი სურვილი, თუმცა, სამწუხაროდ ამას ახდენა არ უწერია. ყველაზე რეალური გამოსავალი ეს იქნებოდა. ისინი ვერ მართავენ ეკლესიას და უფსკრულის წინ დააყენეს, ერთი ნაბიჯია უფსკრულამდე თუ უკვე უფსკრულში არ არის გადაჩეხილი, ეკლესიის ადმინისტრაცია - საპატრიარქო,“ - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, აქ მთავარია, მღვლდელმთავრებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ეკლესიაში შექმნილ უმწვავეს კრიზისზე.

გარდა ამისა, თეოლოგმა, „ინტერპრესნიუსთან“ ასევე ისაუბრა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ის იშუამდგომლებს პრეზიდენტთან დეკანოზის გასათავისუფლებლად.

მინდიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქომ მამალაძის ოჯახის შანტაჟს წერილის არსებობასთან დაკავშირებით, პასუხი ამ ფორმით გასცა.

„ორი წელია გვესმის დეკანოზისგან და მისი დამცველი პირებისგან, ასევე ოჯახის წევრებისგან, რომ არსებობს რაღაც წერილი. ეს ჰგავს შანტაჟს და არ არის გამორიცხული, მართლაც ესე მოხდა, ამ შანტაჟს ამ ტიპის პასუხი გასცეს, რომ აღარ მიეცეს მსვლელობა,“ - განაცხადა მინდიაშვილმა.

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გორში პატრულმა ქალი სიკვდილს გადაარჩინა - "გზაზე დავარდნილი რომ შევნიშნეთ, თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გვეგონა"

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე