ავტორი:

მეუფე ვახტანგი - მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიშეში წავა თუ მადაგასკარზე

მეუფე ვახტანგი - მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიშეში წავა თუ მადაგასკარზე

ცურტაველი მიტროპოლის, მეუფე ვახტანგის განცხადებით, მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიშეში წავა თუ მადაგასკარზე. ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა სამების ტაძარში საკვირაო წირვის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ეკლესიას მძიმე პერიოდი უდგას.

„დღეს მძიმე პერიოდი უდგას ეკლესიას. მოგეხსენებათ, ეს არის აპოკალიფსური საუკუნე. მტკივნეული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, სასულიერო პირებისთვის და ყველასთვის.

რაც შეეხება თვითონ მეუფე პეტრეს, ის შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე, მისი გადასაწყვეტია. მან უკეთ უწყის, რა უნდა გააკეთოს, მისი ნებაა. ადამიანი თავისუფალია და სადაც უნდა, იქ იცხოვრებს.

ჩვენ გვაქვს ყველას თავისუფალი ნება. ის ბავშვი არაა, რომ ვინმემ შთააგონოს რამე, როგორც მას სურს, ისე გადაწყვეტს. მოვიცადოთ ცოტა და ყველაფერი დალაგდება. ეკლესიაში ახლა მიდის კათარზისი, რაც თვითგაწმენდას ნიშნავს“- განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა