ავტორი:

რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებასა და ხელმისაწვდომობას შორის

რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებასა და ხელმისაწვდომობას შორის

ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა

კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც მეტად ხელმისაწვდომია ალკოჰოლი მოსახლეობისათვის, მით მეტია მისი მოხმარება და შესაბამისად, დიდია მისგან გამოწვეული ზიანიც. მცირე ცვლილებაც კი ხელმისაწვდომობაში, მისი შემცირების თვალსაზრისით, იწვევს ალკოჰოლთან ასოცირებული ავადობის, ძალადობის ფაქტების და სიკვდილის შემთხვევების მნიშვნელოვან კლებას. ხელმისაწვდომობის შემცირება კი ყოველთვის მულტისექტორული და კოორდინირებული ძალისხმევის შედეგია.

WHO -ს რეკომენდაციით ეროვნულ დონეზე უნდა განისაზღვროს:

  • ოპერაციული და აღსრულების შესაბამისი სისტემის რეგულირება. წარმოების, საბითუმო გაყიდვებისა და ალკოჰოლის მიწოდების დასარეგულირებლად შესაბამისი სისტემების წარდგენა და რეგულირება, რაც განაპირობებს ალკოჰოლის დისტრიბუციისა და ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების შემცირებას და შესაბამისი ზომების მიღებას;
  • საცალო გაყიდვების ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სამთავრობო მონოპოლიების სალიცენზიო სისტემის შემოღება;
  • ალკოჰოლის მოხმარების (შენობის შიდა და გარე) ადგილების ლოკალიზაციის ხასიათის და რაოდენობის საკანონმდებლო რეგულირება;
  • საცალო გაყიდვების დღეებსა და საათებზე რეგულაციების შემოღება;
  • ალკოჰოლის საცალო გაყიდვებზე მარეგულირებელი რეჟიმების შემოღება;
  • განსაზღვრულ ადგილებში ან სპეციალურ ღონისძიებებზე საცალო გაყიდვების რეგულირება;
  • ალკოჰოლის შეძენასა და მოხმარებაზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დაწესება და აგრეთვე სხვა კანონების შემოღება გაყიდვებისა და ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარების საწინააღმდეგო ბარიერების გაზრდის მიზნით;
  • ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი ადამიანებისა და არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი კანონის შემოღება, გამყიდველებისა და გამავრცელებელთათვის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი კანონების შემოღება;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ოფიციალურ საჯარო სტრუქტურებში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება;
  • უკანონოდ (არალეგალურად) წარმოებული ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობის, გაყიდვისა და დისტრიბუციის შემცირების პოლიტიკის შემოღება.

ალკოჰოლური სასმელების მარკეტინგი

კომერციული კომუნიკაციების გაფართოება და გაღრმავება ალკოჰოლურ სასმელებზე, და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ მოხმარების მდგომარეობაზე, არ შეიძლება, რომ იყოს დადებით ასპექტში გაგებული.

არსებობს კომერციული კომუნიკაციების ლიმიტირების მრავალი საშუალება, დაწყებული იუმორისტული, თუ სხვა გასართობი მიდგომებით ახალგაზრდების მოზიდვის თავიდან აცილებით, დამთავრებული სატელევიზიო, თუ კინო-სარეკლამო აქტივობების და სპონსორობის შეზღუდვით/სრული აკრძალვით. რამდენადაც ეს სისტემა არის ადაპტირებული, ერთობლივი (კოორდინირებული) ქმედებები მთავრობასა და სხვადასხვა სექტორებს (ჯანდაცვის, მედიის და ტელეკომუნიკაციის ყველა ფორმის) შორის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

WHO -ს რეკომენდაციით, ეროვნულ დონეზე უნდა განისაზღვროს:

  • ალკოჰოლის მარკეტინგისათვის თვითრეგულირებადი საზომების გამოყენებით მარეგულირებელი ჩარჩოების შემოღება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა:
  • მარკეტინგის შემცველობისა და რაოდენობის რეგულაციით;
  • მედიაში პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის რეგულირებით;
  • ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების ხელშეწყობის დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულირებით;
  • ახალგაზრდებზე გათვლილი კამპანიების შემზღუდველი ან ამკრძალავი აქტივობებით;
  • ალკოჰოლის ახალი მარკეტინგული სტრატეგიების რეგულირებით, მაგალითად სოციალურით;
  • ალკოჰოლური პროდუქციის მარკეტინგის საწინააღმდეგო სტრატეგიების განვითარება საჯარო სააგენტოების ან დამოუკიდებელი უწყებების სისტემებით;
  • მარკეტინგული აკრძალვების დარღვევის წინააღმდეგ ეფექტური ადმინისტრაციული და შეზღუდვის სისტემების შექმნა.

როგორც ხედავთ, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრობლემასთან ბრძოლა საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც ყველა მხარის თანაბარ ჩართულობას საჭიროებს. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს მოწყვლადი (ამ შემთხვევაში არასრულწლოვანთა) ჯგუფების დაცვა ზიანისგან საჭიროა, არამხოლოდ, ეფექტური საინფორმაციო კამპანიების წარმოება არამედ, ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების შეზღუდვაც.

NS

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

“ევროკრედიტში” გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება