ავტორი:

როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია

როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია

ამ ტყუპი ძმის ისტორიამ ცოტა ხნის წინ დასავლური მედიის ყურადღება მიიპყრო. ბრიტანული გამოცემა Metro ესაუბრა 28 წლის დედას, ჰანას, რომელიც მისი შვილების საოცარ ამბავს ყვება.

ჰანამ დღენაკლული ტყუპი გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მეორე ძმის სიცოცხლე იხსნა.

ახალგაზრდა ქალს მშობიარობა დაგეგმილზე სამი თვით ადრე დაეწყო და ექიმებმა წინასწარ გააფრთხილეს წყვილი, რომ შესაძლოა შედეგი ტრაგიკული ყოფილიყო. ტყუპი ძმები - დილანი და დეინიოლი 900 და 700 გრამს იწონიდნენ როცა უელსში, ვრექსჰემის სამშობიაროში დაიბადნენ. ბიჭებს ფილტვები არასაკმარისად ჰქონდათ განვითარებული და ისინი სპეციალურ, საშვილოსნოს მსგავს პარკში მოათავსეს.

როცა დილანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მშობლები იძულებულნი გახდნენ დეინიოლი კლინიკაში დაეტოვებინათ დამატებითი მზრუნველობისთვის. გამომშვიდობებამდე, ექიმებმა ტყუპი ძმები ერთ ინკუბატორში ჩააწვინეს და საოცრების მომსწრენი გახდნენ - როგორც ჰანა ამბობს, ძმასთან ჩახუტების შემდეგ, დეინიოლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ რამდენიმე საათში გაუმჯობესება დაიწყო.

"ორ დღეში დეინიოლი, რომლის მდგომარეობაც მაშინ ძალიან მძიმე იყო, ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნეს. დილანის ჩახუტებამ ძმის სიცოცხლე იხსნა და ამ ფაქტმა ყველას დაგვანახა, რომ ისინი სამუდამოდ განუყრელები იქნებიან. ჩვენ დავრწმუნდით, რომ უხილავი კავშირი ტყუპებს შორის, ნამდვილად არსებობს!" - ამბობს ახალგაზრდა დედა.

რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, ძმები საავადმყოფოდან გამოწერეს. ცოტა ხნის წინ, მათ სამ დედმამიშვილთან და მშობლებთან ერთად, თავიანთი პირველი დაბადების დღე აღნიშნეს...

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს