ავტორი:

10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ

10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ

"თბილისის წიგნის დღეები" "ექსპო ჯორჯიაში" უკვე დაიწყო. ეს ის დროა, რომელსაც მკითხველი მთელი წლის განმავლობაში ელის. განსაკუთრებით ემზადებიან ამ დღეებისთვის გამომცემლობებიც. ფესტივალი 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ლიტერატურის მოყვარულები სასურველი ჟანრის წიგნის შეძენას დიდი ფასდაკლებით შეძლებენ.

გამომცემლობა "პალიტრა L" მე-11 პავილიონში, ტრადიციულად, წარადგენს წიგნებს ყველა გემოვნების მკითხველისათვის. აქ შეხვდებით, როგორც საბავშვო და თინეიჯერულ ლიტერატურას, ისე ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას, ასევე ისტორიულ, სათავგადასავლო და ბიზნესლიტერატურას.

გთავაზობთ 10 ახალ გამოცემას, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ:

გილიან ფლინი - ბასრი საგნები

გილიან ფლინის ფსიქოლოგიური თრილერის "ბასრი საგნების" მიხედვით, 2018 წელს HBO - მ ამავე სახელწოდების სერიალი გადაიღო, სადაც მთავარს როლს ცნობილი მსახიობი ემი ადამსი ასრულებს.

სერიალი ოქროს გლობუსის 2019 წლის დაჯილდოებაზე 3-ჯერ იყო ნომინირებული და ერთი გამარჯვება მოიპოვა.

წიგნის სიუჟეტი კამილას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე, მის მშობლებზე და ძმაზე, თუმცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას ძველ სახლში დარჩენა მოუწევს და გადარჩენისთვის საკუთარ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა დასჭირდება.

კოლსონ უაითჰედი - მიწისქვეშა რკინიგზა

კოლსონ უაითჰედის ყველაზე ცნობილ რომანს - "მიწისქვეშა რკინიგზა" აღებული აქვს პულიცერის პრემია. წიგნი ასევე მოხვდა ბუკერის პრემიის მოკლე სიაში.

რომანი მოგვითხრობს თანამედროვე ამერიკის უახლეს ისტორიას - მონობასა და გაქცევაზე. მაგიური რეალიზმის გამოყენებით კი ავტორი გვიყვება მთავარი პერსონაჟების შიშსა და ბრძოლას თავისუფლებისათვის.

წიგნი ერთი მხრივ, თავგადასავალია ფერადკანიანი ქალისა, რომელიც თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისთვის, მეორე მხრივ კი, ის ისტორიაა, რომელსაც ჩვენ, ყველანი, ვიზიარებთ.

ალექსანდრა ბრაკენი - მოგზაური

ეს არის წიგნი მეკობრეებსა და დროში მოგზაურობაზე. ამბავი მდიდარია ისტორიული დეტალებით, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ამიტომ, თუ ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, კარგად მოკალათდით, რადგან წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გელით.

რეიჩელ ლიპინკოტი - "ორი ნაბიჯი შენამდე"

შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც ვერასდროს შეეხები?

სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.

ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

უილი ზუსტად ისაა, რისგანაც სტელამ შორს უნდა დაიჭიროს თავი. ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან შორს ყოფნაა.

ჯეინ ოსტინი - ამპარტავნობა და ამოჩემება

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული შედევრის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის ახალი თარგმანი.

"ამოჩემება", ალბათ, არ არის ყველაზე მოხდენილი და ლიტერატურისთვის საყვარელი სიტყვა. მაგრამ ის მაქსიმალურად ზუსტად გამოხატავს არსს. ამასთან, მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice - "ამპარტავნობა და ამოჩემება" ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის... " - ლევან ბერძენიშვილი

ქენდის ბუშნელი - სექსი დიდ ქალაქში

„სექსი დიდ ქალაქში“ მრავალი ემის ჯილდოს, ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელესერიალია, რომელიც ქენდის ბუშნელის წიგნის “სექსი დიდ ქალაქში” მიხედვით შეიქმნა.

ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდაც, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის?

რეიჩელ ჰოლისი - გონს მოეგე, დაო

იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე, TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია „ჩიკ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.

„გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის.

სოფია ამორუზო - როგორ გავხდი #GIRLBOSS

სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინმაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა.

#GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად.

დავით ჩიკვაიძე - ანტი გაყიდვები

ეს არის პირველი ქართული წიგნი გაყიდვების თემაზე.

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - შავი ფურცელი

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ ავტორისგან! "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ - ის გამარჯვებული ავტორის, ნიკოლო ტოტოღაშვილის „შავი ფურცელი“ (ლექსების კრებული).

წიგნი ეძღვნება ნიკოლოზ თარხნიშვილის (კონია პაპას) ხსოვნას.

ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

„შავ პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“  რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი