ავტორი:

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე - რა ხდებოდა ბესტსელერის პრეზენტაციაზე სასტუმრო "მოქსიში"

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე - რა ხდებოდა ბესტსელერის პრეზენტაციაზე სასტუმრო "მოქსიში"

ვინ არიან ნიუ-იორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდ, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? - ამ კითხვებზე პასუხს მარტივად მიიღებთ ქენდის ბუშნელის ბესტსელერიდან - "სექსი დიდ ქალაქში", რომელიც "პალიტრა L"-მა ქართულ ენაზე გამოსცა.

ბუშნელმა წიგნი პირველად 1997 წელს გამოსცა და მის მიხედვით სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ შეიქმნა. ბუშნელი სიყვარულსა და ცხოვრებას ყველა კუთხიდან აღწერს. წიგნი 33 ენაზე არის ნათარგმნი.

ჟურნალისტი ქენდის ბუშნელი, სახალისო ქალურ ისტორიებს სტატიებად წერდა, რაც ჯერ სერიალად იქცა, მოგვიანებით კი მის მიხედვით ორი ფილმი გადაიღეს.

„სექსი დიდ ქალაქში“ ქართულენოვანი წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „მოქსში“ შედგა, სადაც მიწვეული სტუმრების უმრავლესობა ქალბატონები იყვნენ. მათთვის მოეწყო გათამაშებები, სადაც "გაგრა პლიუსის", "ალპენფარმას" და სხვა ბრენდების მიერ დაწესებული საჩუქრები გათამაშდა.

ანანო თავხელიძე, პალიტრა L-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

"დღეს სასტუმრო "მოქსიში" ქენდის ბუშნელის წიგნის „სექსი დიდ ქალაქში“ პრეზენტაცია გაიმართა, მოხარულები ვართ, რომ ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა. ქალბატონებში ეს წიგნი აქტუალურობას არ კარგავს, ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანის თაროზე დაიკავებს საპატიო ადგილს. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ როგორც მწერლები, მთარგნელები, ჩვენი წიგნების დიზაინერები,ასევე ბომონდის წარმომადგენლები, მიხარია რომ ყველას ძალიან მოეწონა წიგნი, გავათამაშეთ საჩუქრები და რაც მთავარია, მთავარი პრიზი, - პარიზის ბილეთი."

"ელენე ორაგველიძე, "ალპენფარმას" წარმომადგენელი:

"ამ საღამოს ერთ-ერთი სპონსორი არის ჩვენი კომპანია ალპენ-ფარმა - შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც საქართველოში გერმანული პროდუქციით არის წარმოდგენილი, ჩვენ ვართ ავტორი პროექტის „40+“, რაც გულისხმობს ორივე სქესის ადამიანებზე ზრუნვას 40 წლის შემდეგ.

ქენდის ბუშნელის წიგნიც სწორედ ამ ასაკის ადამიანების შესახებ მოგვითრობს და აქედან გამომდინარე თემატურად ვართ წარმოდგენილი ამ საღამოზე"

ირინა ონაშვილი, მოდელი:

"ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები „პალიტრის“ და „ბომონდის“ მიერ ორგანიზებული საღამოებისთვის. არაჩვეულებრივი სიახლეა - წიგნი „სექსი დიდ ქალაქში“ ქართულ ენაზე გამოიცა! ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ წიგნი არ მაქვს წაკითხული და მოხარული ვარ, რომ „პალიტრა L”-მა ამის საშუალება მოგვცა და მუდმივად გვანებივრებს ახალი წიგნებით".

საღამოს მსვლელობისას გათამაშდა სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული პრიზები. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ „არომატეკის“, „ნეილ სანის“, „ეივონის“, „შოკოლატერია არტიზანის“, "მორ ბიუთის“, „რესტილაინის", გიგი მახარაძის სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“, „ბიბლუსის, „ორგანიკ ლაბის“, „სვის ლაინის“, „პარიზის“ და ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას მიერ დაწესებული პრიზები.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ: მსოფლიოში #1 ბრენდი - "რესტილაინი", "გაგრა პლიუსი" და "ალპენფარმას" წარმომადგენლობა საქართველოში.

სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" "დისნეის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"პეპელა" და "ბიბლუსი" ერთად - საუკეთესო სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის

10 წლის შემდეგ, საქართველოს ისტორიის ოთხტომეული გამოიცა