ავტორი:

"მის სამყარო 2019" სამხრეთ აფრიკელი გოგონა გახდა - ქართველი და უცხოელი ლამაზმანების ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

"მის სამყარო 2019" სამხრეთ აფრიკელი გოგონა გახდა - ქართველი და უცხოელი ლამაზმანების ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

2019 წლის "მის სამყაროს“ ტიტული სამხრეთ აფრიკელმა მოდელმა, ზოზიბინი ტუნზიმ მოიპოვა.

სილამაზის ყოველწლიური კონკურსის ფინალი 8 დეკემბერს შედგა. წელს კონკურსი აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. 26 წლის ზოზიბინი ტუნზი არის აქტივისტი, ადამიანის უფლებადამცველი. იცავს ქალთა უფლებებს, იბრძვის გენდერული სტერეოტიპებისა და ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. გოგონა ამბობს, რომ მისთვის ბუნებრივი სილამაზეა მნიშვნელოვანი და სჯერა, რომ ყველა ქალი მომხიბვლელია.

"მთავარია, ქალს საკუთარი თავი ისეთი მოსწონდეს, როგორიც სინამდვილეშია. მიიღოს საკუთარი თავი", - ამბობს ტუნზი.

სამხრეთ აფრიკელ ლამაზმანს გვირგვინი 2018 წლის გამარჯვებულმა, ფილიპინების წარმომადგენელმა გადასცა.

წლევანდელი "მის სამყაროს“ მთავარი სლოგანი იყო "ერთობის ძალა“ და სწორედ ამ სლოგანის იდეით იხელმძღვანელეს გვირგვინის შექმნის დროსაც. კონკურსის წლევანდელი გვირგვინი ერთგვარი სიმბოლოა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალების ერთობის ძალის. გვირგვინი თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და ის 1770 ბრილიანტის თვლითაა გაფორმებული.

სილამაზის კონკურსზე მეორე და მესამე ადგილები მის პუერტო რიკომ და მის მექსიკამ დაიკავეს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა კონკურსზე თაკო ადამიამ წარადგინა. ის 2018 წელს "ვიცე მის საქართველო" გახდა.

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი გოგონა გახდა - ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

ისლანდიაში თოვლმა მანქანები და სახლები "დამარხა"

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა