ავტორი:

"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე

"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე

"ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალონ პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია: ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფოტო: გამოცემა veluribuneba.ge

"ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კობიაშვილი, სერგეენკო, მდინარაძე... - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის?