ავტორი:

რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა? - ფასები თბილისის აგრარული ბაზრებიდან

რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა? - ფასები თბილისის აგრარული ბაზრებიდან

ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ სუპერმარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? - ამის გარკვევას „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში შეეცადა.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წელსაც, შარშანდელის ანალოგიურად ფასები მომატებული არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ფასებმა მცირედით მოიმატოს.

დღეს არსებული ფასებიდან გამომდინარე კი, წელს ოჯახს ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა საშუალოდ 350-400 ლარი დაუჯდება.

საახალწლო კერძის - საცივის, მთავარი ინგრედიენტის, ერთი კილოგრამი ინდაურის ღირებულება 20-25 ლარია. 5-კილოგრამიანი ინდაურის ყიდვის შემთხვევაში ის 100-125 ლარი დაგიჯდებათ.

ნიგოზის ფასი 20 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ფასები არ შეცვლილა. თაფლის ფასი კი 15-დან 40 ლარებში მერყეობს.

რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი ძირითადად 7-13 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი სახეობა უფრო ძვირიც ღირდეს. „ცოცხალი“ თევზის ფასი 12-ლარიდან იწყება და 60 ლარამდეც ადის.

გაძვირებულია გოჭი, თუ წინა წელს ერთი კილოგრამი გოჭის ხორცის ფასი 15 ლარიდან იწყებოდა, ახლა მისი ფასი 18-დან 20 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ 7-8 კილოგრამიანი გოჭის საყიდლად მინიმუმ 126 ლარი დაგჭირდებათწაიკითხეთ ვრცლად

როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალ წელს? - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორ არის ცოტნე გამსახურდია - ექიმის  კომენტარი

როგორია "სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის  მდგომარეობა - რას აცხადებენ კლინიკაში