ავტორი:

89 წლის მხიარული დაქალები ბრიტანეთიდან, რომლებიც 11 წლიდან მეგობრობენ - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი

89 წლის მხიარული დაქალები ბრიტანეთიდან, რომლებიც 11 წლიდან მეგობრობენ - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი

ბევრ ადამიანს არ სჯერა ნამდვილი, მყარი მეგობრობის. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, მეგობრული ურთიერთობები ინგრევა, მაგრამ საბედნიეროდ, გულწრფელი და ხანგრძლივი მეგობრობის მაგალითებიც გვაქვს.

ბებოები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, დიდი ბრიტანეთიდან არიან. ისინი თითქმის რვა დეკადაა საუკეთესო მეგობრები არიან და ყველაზე უკეთ იციან ნამდვილი მეგობრობის ფასი.

კეტლინ სევილი და ოლივ ვუდვარდი 1941 წლიდან მეგობრობენ. როცა ერთმანეთი გაიცნეს, 11 წლის იყვნენ. ახლა მათი ასაკი 89 წელია და მთელი ეს ცხოვრება ერთად განვლეს. ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები არიან.

როგორც BBC წერს, ბებოები უერთმანეთოდ 10 წუთიც ვერ ძლებენ და ასაკში კიდევ უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი.

რამდენიმე კვირის უკან მათ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება გადაწყვიტეს. მენსფილდში, ბერი ჰილ პარკის თავშესაფარში პირველად სევილი გადავიდა საცხოვრებლად, მას საუკეთესო მეგობარმაც მალევე მიბაძა.

"თუ ბედნიერი ვარ, ან პრობლემა მაქვს, მაშინვე კეტლინთან მივდივარ. ჩვენი ყველა შეხვედრა სიცილით და ბედნიერად მთავრდება“ , - ამბობს ოლივ ვუდვარდი. მას სჯერა, რომ საუკეთესო მეგობრის ნახვას მასზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ასევე ამბობს, რომ როდესაც კეტლინი თავშესაფარში არ არის, ძალიან განიცდის და დეპრესიაშია სანამ მეგობარი არ დაბრუნდება.

"ყოველ დღე მთელ დროს ერთად ვატარებთ“ - ამბობს ოლივი BBC-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, კეტლინთან არასოდეს უჩხუბია და სწორედ ეს არის ხანგრძლივი მეგობრობის მთავარი მიზეზი.

ბრიტანელ ბებოებს სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგაც იმქვეყნიურ სამყაროში ერთად იქნებიან.

"როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინვე ვიცოდით, რომ სამუდამო მეგობრები ვიქნებოდით. ვაპირებთ, რომ სამოთხეშიც ვიმეგობროთ“, - ამბობს კეტლინი.

იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში

მილიონერი მდიდრულ რანჩოზე საცხოვრებლად 10 ადამიანს ეპატიჟება - შეძლებთ ისარგებლოთ ყველაფრით, რაც მაგნატს ეკუთვნის

ქართველი ვარსკვლავების 2020 - ცნობილი ადამიანების საახალწლო ფოტოები "ინსტაგრამიდან"