ავტორი:

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

5 იანვარს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მეგაშოუ "დიდი სცენის" პირველი ლაივშოუ იწყება. აღნიშნული პროექტი მაყურებლის წინაშე პირველად ამ დღეს წარსდგება.

ლაივშოუზე შესრულდება როგორც ქართული, ისე უცხოური ჰიტები. პედაგოგებისა და მონაწილეების გადაწყვეტილებით, კონკურსანტები იმ სიმღერებს შეასრულებენ, რომლის შესრულებისას თავს კომფორტულად გრძნობენ და რომელი კომპოზიციებიც მათთვის გამორჩეულად ფასეული და საყვარელია.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მაყურებელს ხარისხიანი, განსაკუთრებულად მუსიკალური შოუ და უამრავი სიურპრიზი ელის. ასევე, 5 იანვარს, პირველ ლაივშოუზე ცნობილი გახდება, ვარსკვლავურ ჟიურის მეოთხე წევრის ვინაობა.

მეგაშოუ კვირას 22:00 საათზე “რუსთავი2”ის ეთერში დაიწყება.

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)

ვარკეთილში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 59 წლის ქალი გარდაიცვალა