ავტორი:

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ამსახველი პირველი ფოტოები - დაღუპულია 180 ადამიანი

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ამსახველი პირველი ფოტოები - დაღუპულია 180 ადამიანი

ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი“ ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფებია გაგზავნილი.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 180-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

პირველი ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან:

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"