ავტორი:

Unian.info - კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული "ტორ"-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს

Unian.info - კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული "ტორ"-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს

უკრაინელი ექსპერტები განიხილავენ ბოინგ-737-ის რუსული „ტორ“-ის ტიპის რაკეტით ჩამოგდების ვერსიას. უკრაინული Unian.info-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

ალექსეი დანილოვის განცხადებას რუსული მედიაც აქვეყნებს.

„განიხილება თვითმფრინავის უეცარი ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საზენიტო სარაკეტო სისტემით, რუსული „ტორის“ ტიპის რაკეტით ჩამოგდების ვერსია, რადგანაც ინტერნეტში უკვე გავრცელდა კატასტროფის ადგილთან რუსული რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ინფორმაცია. ასევე შეჯახება უპილოტო საფრენ აპარატთან ან სხვა მფრინავ ობიექტთან და ძრავის აფეთქება ტექნიკური მიზეზების გამო და თვითმფრინავის შიგნით აფეთქება ტერორისტული აქტის შედეგად“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 176 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"