მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც მათი თქმით, ჩანს, როგორ ეჯახება რაკეტა თეირანის ერთ-ერთი გარეუბნის თავზე უკრაინულ თვითმფრინავს.
ვიდეო თავდაპირველად "ნიუ იორკ თაიმსმა" და СNN-მა გაავრცელეს. CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კადრების ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა შენობები, რომელიც ჩანს, ნამდვილად თეირანის იმ გარეუბანშია, რომელთანაც ავიაკატასტროფა მოხდა.
ირანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობენ ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნებიც. კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, უკრაინული ხომალდი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი დაიღუპა.