ავტორი:

"უცხოელი მეგობრები ამბობენ,­ რომ ღვინო ძალიან მგავს" - როგორ გახდა ფილოლოგი ქალი ქვეყნის წარმატებული მეღვინე

"უცხოელი მეგობრები ამბობენ,­ რომ ღვინო ძალიან მგავს" - როგორ გახდა ფილოლოგი ქალი ქვეყნის წარმატებული მეღვინე

ფილოლოგმა, ჟურნალისტმა, ბლოგერმა და დღეს უკვე წარმატებულმა მეღვინე ქალმა ქეთო ნინიძემ ახალი საქმე თავისთავად აარჩია - უბრალოდ, მიჰყვა იმას, რაც აინტერესებდა. მეუღლემ, ზაზა გაგუამ, რომელიც სხვა უამრავ საქმესთან ერთად, ქეთოსავით მეღვინეც არის, ხელი შეუწყო: "მეუღლის მხარდაჭერამ დიდი სტიმული მომცა. საქმიანობა 2015 წელს დავიწყე, ზაზას კი მეღვინეობა პარტნიორებთან ერთად 2012 წელს უკვე ჰქონდა დაწყებული. ის სხვა ბრენდს აწარმოებს".

ქეთო ნინიძე:

- თავდაპირველად ღვინის ჟურნალისტიკაში დავიწყე მუშაობა, მალხაზ ხარბედიას მიწვევით საქართველოს ღვინის კლუბში საინფორმაციო ცენტრს ვხელმძღვანელობდი. ამ საქმეში ისე აქტიურად ჩავერთე, რომ მოვიდა სურვილიც, საკუთარი ღვინის დაყენება დამეწყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიყავი ჩართული მეღვინეობაში - ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიას, ვიკვლევდი ამა თუ იმ წყაროს, ვწერდი ინტერვიუებს. ამასთან, ჩართული გახლდით ჩემი მეუღლის მეურნეობაშიც, მარკეტინგსა და პიარში. მერე კი თვითონვე შემომთავაზა, ხომ არ გესინჯა ღვინის წარმოებაო.

პირველად 2015 წელს დავწურე ნაყიდი ყურძენი. ახლაც ყურძნის უმეტეს ნაწილს ვყიდულობ, ეზოში 2000 კვმ-ზე ახალშენი გვაქვს, ჯერჯერობით ჩემი ვენახი პატარაა, წლეულს პირველი მოსავალი ავიღეთ. გვაქვს ოჯალეში, შევქმენით პატარა საცდელი საკოლექციო ვენახიც, სადაც ძველი მეგრული და აფხაზური ჯიშები გვაქვს, მოსავალს ჯერ ვერ ავიღებ, ახალი ვენახია.

წლეულს პირველი ღვინო დავწურე იმ 2000 კვმ-ზე მოწეული, დანარჩენს ერთი და იმავე ხალხისგან ვყიდულობ - სამეგრელოში ოჯალეშსა და ცოლიკოურს, ლეჩხუმში - ორბელურ ოჯალეშს (ეს აბსოლუტურად სხვა ჯიშია), ვყიდულობ რაჭაშიც... თავდაპირველად 200 ბოთლიდან დავიწყე, ჯერ საექსპერიმენტო საქმე იყო, ბიზნესად ვერ განვიხილავდი, წლეულს 5000 ბოთლს ჩამოვასხამთ.

- საკუთარი სახსრებით შეძელით ეს?

- საკუთარითაც და დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამიდან, მათ შორის "აწარმოე საქართველოში" ორჯერ დაგვაფინანსეს. ტურიზმის მიმართულებაც გვაქვს და "იუესეიდის" პროგრამამაც დაგვაფინანსა. გაეროს ქალთა ფონდმა არყის სახდელი გვიყიდა, ბრენდის წარმოებასაც ვიწყებთ.

- სხვა საქმიანობასთან ერთად, წარმატებული მეღვინეც ბრძანდებით, რას ნიშნავს ეს?

- სანამ ღვინის ჟურნალისტიკაში ჩავერთვებოდი, 10 წელიწადს სამეცნიერო მუშაობას ვეწეოდი ლიტერატურის ინსტიტუტში. როდესაც ოჯახით მარტვილში საცხოვრებლად გადავედით, მეღვინეობა დავიწყე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დიდი მეცნიერებაა, ერთგვარი კვლევა-ძიება და დაკვირვება. ამ საქმეში მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა ადგილის ღვინოში გაცოცხლება. მაგალითად, ოჯალეში, რომელიც ბანძაში მოდის, არაფრით არ ჰგავს ტეხურის ხეობაში მოყვანილ ოჯალეშს, სრულიად სხვა ხასიათი აქვს, იგივე ითქმის სალხინოს ოჯალეშზეც.

- შრომამ შედეგი მოიტანა, შეგნიშნეს, წარმატებულ მეღვინედ გაღიარეს.

- ალბათ, ამაში ჩვენი ოჯახის ამბავმაც ითამაშა როლი - ქალაქი მივატოვეთ და სოფელში გადმოვედით. ამ ნაბიჯს მარკეტინგული გათვლა არ ჰქონია, ან უზრუნველი ცხოვრების მიზანი. ეს ჩვენი არჩევანი იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენმა ამბავმა იმდენს გაუჩნდა სოფლად დასახლების სურვილი, რომ მივხვდი, კიდევ მეტი გადავიდოდა სოფლად საცხოვრებლად, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული რომ იყოს. მაგალითად, ჩვენ დღემდე არა გვაქვს გაზი და ნაჭუჭის ღუმლით ვთბებით. ბევრი სხვა პრობლემაც არის, მათ შორის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, ასევე მოიკოჭლებს განათლება....წაიკითხეთ სრულად

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."