ავტორი:

ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან

ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან

ფილიპინებში ვულკანი „ტაალი“ ამოიფრქვა, რომელიც BBC-ის ცნობით, ქვეყანაში სიდიდით მეორე ვულკანია. მოსახლეობას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის შესახებ, ამიტომაც, ხელისუფლებამ ვულკანიდან 14 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებელი დაატოვებინა.

ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის შესახებ ინფორმაციამ ვერ შეაშინა ფილიპინელი წყვილი, რომელსაც საშიში ზონიდან 10 კილომეტრის რადიუსში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი. ჩინო ვაფლორმა და კეტ ბაუტისტა პალომარმა ქორწილის ცერემონია არ გადადეს.

ვულკანი კი სწორედ საქორწინო ცერემონიის დროს ამოიფრქვა, მაგრამ არც სტუმრებმა და არც ნეფე-დედოფალმა ამას ყურადღება არ მიაქციეს და ცერემონია გააგრძელეს.

ვულკანის ფერფლი კილომეტრობით მანძილზე გავრცელდა და ცერემონიის ადგილამდეც მიაღწია.

ქორწილის ფოტოგრაფი, რენდოლფ ევანი BBC-ის უყვება, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა მსგავს შემთხვევას თუ შეესწრებოდა და რაც მთავარია, აღბეჭდავდა.

"თეთრი ბოლი შევნიშნეთ, რომელიც ტაალის მხარეს მოსჩანდა და მივხვდით, რომ ის მოხდა, რის შესახებაც ბოლო დღეებია საუბრობენ. მიუხედავად ყველაფრისა, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით, რადგანაც ამ ადგილს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ რაიმე პრობლემები არ უნდა შეგვქმნოდა.

ქორწინების შემდგომმა წვეულებამაც შესანიშნავად ჩაიარა, მართალია სამოსი დაგვესვარა და ყველაფერი ფერფლით იყო სავსე, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. საოცარია, რომ ყველა მშვიდად იყო. ქორწილის სტუმრები ძირითადად წყვილის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ და არც ერთ მათგანს ცერემონია არ დაუტოვებია“, - ამბობს ფოტოგრაფი.

რენდოლფ ევანი პროფესიონალი ფოტოგრაფია და 8 წელია ქორწილებს იღებს, ამბობს, რომ მსგავს საინტერესო ქორწილში არასდროს ყოფილა და ასეთი შთამბეჭდავი ფოტოები არასდროს გადაუღია.

"ეს იყო ქორწილი, რომელზეც ბევრს და დიდხანს ისაუბრებენ“, - ამბობს ევანი.

ფილიპინებზე ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. სეისმოლოგებმა გასული ღამის განმავლობაში 75-მდე ვულკანური მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ტაალიდან 14 კილომეტრის რადიუსში ადამიანები ვულკანის ამოფრქვევამდე გაიყვანეს.

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?