ავტორი:

"პალიტრა L" საიუბილეო წელს სიახლეებით ხვდება - გამომცემლობის რებრენდინგი

"პალიტრა L" საიუბილეო წელს სიახლეებით ხვდება - გამომცემლობის რებრენდინგი

გამომცემლობამ "პალიტრა L", რომელსაც დაარსებიდან 15 წელი უსრულდება, გადაწყვიტა საიუბილეო წელს განახლებული სახით შეხვდეს.

კომპანიამ უკვე განაახლა ლოგო, რომლის ძველი ვერსია, მათივე განმარტებით, სათანადოდ ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს.

სულ მალე კი ახალი წიგნები, უფრო გამარტივებული, დახვეწილი, მოდერნიზებული ლოგოთი დაიბრენდება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ის ერთი, ძირითადი ფერისაა, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო აადვილებს.

ბრენდის განახლებულ სიმბოლოზე სარეკლამო სააგენტო „ფაბრიკამ“ იმუშავა:

"ახალ ლოგოტიპზე მუშაობისას, გვინდოდა ლოგოს შინაარსობრივი დატვირთვაც ჰქონოდა, საბოლოოდ ორი სიმბოლოს შერწყმაზე შევჩერდით.

პირველი - გაშლილი წიგნი და მეორე - გზამკვლევი ვარსკვლავი.

ჩვენი აზრით, გამომცემლობისთვის მთავარია, ხარისხიანი ლიტერატურის ბეჭდვა, წიგნის, რომელსაც შემდეგში მომხმარებელი ირჩევს. ამიტომ ვფიქრობ, ეს დატვირთვა ლოგიკურია. გამომცემლობა, თავის მხრივ, ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მკითხველს გეზს აძლევს, რაც გზამკვლევი ვარსკვლავითაა გამოხატული.

შედეგად, მივიღეთ უნიკალური ორნამენტი, რომელიც თან ბევრი გადაშლილი წიგნია და თან გზამკვლევი ვარსკვლავი, რომელსაც უნდა ენდო, შეგიძლია გაჰყვე" - ამბობს ლოგოტიპის ავტორი ირინა ქვლივიძე.

"პალიტრა L"-ის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი იყო, ლოგოტიპის განახლებით, „პალიტრა L“ გამოეხატათ, როგორც ძლიერი, ცნობადი და სანდო ბრენდი.

"გარდა იმისა, რომ ძველი ლოგო განახლდა, ასევე, პრობლემური იყო ყველა ქვებრენდებისა და კატეგორიების ლოგოტიპიც, რადგან სხვადასხვა სტილში იყო დახატული, შედეგად, არ აღიქმებოდა ერთიანი ხაზი და სტილისტიკა. ამის შემდეგ, როდესაც გამომცემლობის წიგნებს შეხვდებით თაროებზე, საერთო ხაზს აუცილებლად იგრძნობთ. ყველა ლოგო კონტურულია და ერთი ფერის" – ამბობს ანანო თავხელიძე.

"პალიტრა L"-ის 3 დამოუკიდებელი პროექტი - იმპრინტი:

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სამი დამოუკიდებელი პროექტია: „ლურჯი ოკეანე“, „ლიბერთინსი“ და „პორტალი“, რომლებსაც თავიანთი სარედაქციო ხაზი აქვთ. აღნიშნულ პროექტებზე მუშაობის დაწყებისას, გამომცემლობა მათ ცალკე გამოყოფას არ გეგმავდა, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მაღალი მოთხოვნისა და წარმატებულად ოპერირების შემდეგ, გადაწყდა, „პალიტრა L”-სგან დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა.

"გამოცემა „ლურჯი ოკეანე“ გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მკითხველი ბიზნესრჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ იღებს, არამედ ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად, ასევე, თვითგანვითარებისთვისა და მოტივაციისთვის.რაც შეეხება „ლიბერთინსს“, ის სპეციალურად მოზარდებისთვის შეიქმნა. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თინეიჯერები ერთმანეთს საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ.

ზოგადად, ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, რადგან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა, გამომცელობა "პალიტრა L" კი პირველი იყო ამ მიმართულებით.რაც შეეხება „პორტალს“, სახელიც მიგანიშნებდათ, რომ ის ყველასთვის საყვარელი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურის გამოცემას ემსახურება.

ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები წიგნის თაროებზე უახლეს რომანებს ყოველთვის ოპერატიულად პოულობენ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ „პორტალს“ შეაქვს".

ამასთან ერთად, შეიცვალა პროექტ „აუდიოწიგნების“, „მაკულიტერატურის“, რომელიც პალიტრა L-ის CSR პროექტია და კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ვიზუალები. როგორც კომპანიაში ამბობენ, აქამდე მათ ერთიანი ხაზი არ მიყვებოდა, ახლა კი უკვე საერთო სტილში დაიხატა.

"გამომცემლობა „პალიტრა L” იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრებისა და შენარჩუნების პარალელურად, ზრდასა და განვითარებას არ წყვეტს. ამასთან, ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან სააგენტოებთან, როგორიცაა: Disney, Marvel, Penguin Random House, Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford, Scolastic და სხვა“.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლების განმავლობაში, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მყიდველი დარწმუნებულიყო, რომ მთელი ოჯახისთვის მისაღებ და საჭირო ლიტერატურას სამართლიან ფასად შეიძენდა. მათივე თქმით, „პალიტრა L”-მა სხვადასხვა პროექტი რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გახადა. მისი მკითხველები არიან ადამიანები, რომლებიც მრავალფეროვან ლიტერატურას გულდასმით არჩევენ.

გარდა კლასიკური და თანამედროვე უცხოური ლიტერატურის თარგმნისა, „პალიტრა L” აქტიურად გამოსცემს ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებსაც და თანამედროვე ავტორების რომანებსაც.

სამი წლის განმავლობაში, პროექტით „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამოიცა არაერთი ავტორის წიგნი, რომელებმაც აღიარება მოიპოვა. ეს არის კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

15 წლის განმავლობაში, გამომცემლობა ქმნის ყველაზე მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ ლიტერატურას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას ქართულენოვან საზოგადოებაში. ლიტერატურისა, რომელიც მატებს თავდაჯერებულობას, კმაყოფილებასა და გამოცდილებას მკითხველს.

გამომცემლობა "პალიტრა L" 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება

ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი