ავტორი:

აპარტოტელი “სკიო” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტ გუდაურში წლის ბოლოს იხსნება

აპარტოტელი “სკიო” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტ გუდაურში წლის ბოლოს იხსნება

გუდაური სტაბილურად მზარდი სამთო-სათხილამურო კურორტია. ის ცნობილი ბრიტანული ჟურნალის The Telegraph-ის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო ზამთრის ლოკაციას შორის დასახელდა. გუდაური სპორტის მოყვარულებისთვის განვითარებულ ინფრასტრუქტურას - სხვადასხვა სირთულის სასრიალო ტრასებსა და მრავალფეროვან აქტივობებს აერთიანებს.

წლის ბოლოს გუდაურში ახალი აპარტოტელი “სკიო” გაიხსნება. პროექტი ავეჯითა და ყველა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილ 38 აპარტამენტს მოიცავს. აპარტოტელის თითოეული მახასიათებელი წინასწარ სრულიად მორგებულია ალპური ზონის კლიმატს და ისეა გათვლილი, რომ თქვენთვის უწყვეტი კომფორტი გარანტირებული იყოს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: ფასადის თბოიზოლაცია, იატაკის გათბობა, გენერატორი, ავტონომიური წყლის რეზერუარი და ავარიული გათბობის სისტემა.

“სკიო” გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე წყნარ ადგილას მდებარეობს და ski in/ski out კონცეფციას სთავაზობს მომხმარებლებს. Ski in/ski out გულისხმობს აპარტოტელისა და სათხილამურო ტრასების იდეალურ ინტეგრაციას, რაც გუდაურში საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

მნიშვნელოვანია, რომ “სკიოში” ბინის შეძენით მესაკუთრეს ექნება არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, არამედ ისარგებლებს სასტუმროსთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მომსახურებებითაც, როგორებიცაა: რეცეფცია, რესტორანი და აპარტამენტის გაქირავების სერვისი. ეს ყველაფერი აფართოებს შესაძლებლობების არეალს მათთვის, ვისაც სურს უძრავი ქონების მრავალფუქნციური გამოყენება და გუდაურში ინვესტიციის განხორციელება.

სკიოს პროექტს ექსკლუზიურად უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers წარმოადგენს. აპარტამენტების წინასწარი გაყიდვები კი უკვე დაიწყო, შესაბამისად, მსურველებს ბინების შერჩევა და დაჯავშნა უკვე შეუძლიათ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 32 2 111 225

ელ. ფოსტა: contact@skio.ge

R

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა