ავტორი:

"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი

"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი

თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ - შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისთვის.

რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, ვაქცინა მსოფლიოში და შესაბამისად, არც საქართველოში არ არსებობს.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, თუ ასეთის მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, ვინაიდან ჩვენი პერსონალიც და ასევე სახელმწიფოც მზად არის ამ დაავადების მართვისთვის. სახელმწიფომ დამატებით, ერთი კვირის მანძილზე მოახდინა სრული აღწერა საქართველოს მასშტაბით ყველა იმ ბოქსირებული პალატის, რომელიც ქვეყანაში დღემდე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, მოხდა მათი ხარისხობრივი გადახედვა, ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ კუთხითაც და ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს თბილისის ინფექციური საავადმყოფო.

რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა კორონავირუსთან მიმართებაში არ არსებობს მსოფლიოში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ეს ვაქცინა არ გაგვაჩნია. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი და ამ პროტოკოლის მიხედვით მოხდება ამ დაავადების მართვა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჩინეთის მიმართულებით უკვე აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას მოახდებს. ჩინეთიდან ევაკუაციის სურვილი საქართველოს 4-მა მოქალაქემ გამოთქვა.

მისივე თქმით, ევაკუირებულები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან, არის ის, რომ აფრინდა თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის.

ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა