ავტორი:

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან  ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

საქართველოს მოქალაქე, 25 წლის თამუნა ლუტიძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, აეროპორტში მომხდარის შესახებ, ასევე იმაზე, თუ როგორ წაიყვანეს ინფექციურში, როგორი დამოკიდებულება დახვდა იქ და როგორ მკურნალობენ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"დღეს დილას ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი მე ვარ და კომენტარებში ჩამქოლეს. ბევრი ვიფიქრე გამეზიარებინა თუ არა და გადავწყვიტე ტყუილში მყოფ ხალხს ვეცადო სიმართლე დავანახო:1. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ, (შუაღამის სამ საათზე) პასპორტ კონტროლის გავლისას სიცხის გაზომვა მთხოვეს, რადგან პასპორტში ფიქსირდება, რომ ორი კვირის წინ ვიყავი ჩინეთში. პირველადი მონაცემით სიცხე დაფიქსირდა 37. შემდეგ გამიზომეს 47191837ჯერ და ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგი გვქონდა. ერთმანეთს გადაუჩურჩულეს, რომ 37-ზე არ ქონდათ უფლება გადავეყვანე ინფექციურში, ამიტომ მიზომეს სანამ ნერვიულობამ პიკს არ მიაღწია.

ამ ყველაფრის ფონზე 7 თვის უნახავ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვხედავდი ზედა სართულიდან და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თან რომ ვიცოდი დედიკო რა დღეში იქნებოდა ნერვიულობისგან. რეკავდნენ ყველგან და ძლივს დაიყოლიეს (არ ვიცი ვინ) გადაყვანაზე. ბრიგადა თავისი გამცილებელი საპატრულო ეკიპაჟით მოვიდა 2 საათიანი ლოდინის შემდეგ. ბოლოს, სანამ მკაცრად არ მოვითხოვე ან გადავეყვანე ან სახლში გავეშვი, არ გაინძრნენ. აქვე ვიტყვი, რა თქმა უნდა არ ვიყავი გადაყვანის წინააღმდეგი და ისედაც ვაპირებდი ანალიზების გაკეთებას თავის დაზღვევის მიზნით, უბრალოდ ფაქტებს გეტყვით, რომ გამოიღვიძოთ. ბრიგადის ერთ-ერთმა ექიმმა დამისვა შემდეგი კითხვები: რა მინდა ჩინეთში როცა ჩინელები აქ გამორბიან? არ მინდა გათხოვება და შვილები? წესიერ საჭმელს მაინც თუ ჭამენ ჩემს ქალაქში? და ათასი რასისტული ხუმრობა, რაზეც ვუპასუხე, რომ არაკორექტულად იქცევა და მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს დაუბრუნდა.

ინფექციურში დამხვდნენ უკარგესი გოგონები, მზრუნველი და გამამხნევებელი სიტყვებით, რისთვისაც მადლობა მათ. პალატას რაც შეეხება, ვფიქრობ აქ მეტი შანსია იმის, რომ დავინფიცირდე.

2. გამომიკვლიეს ყველაფერი და ჯანმრთელი ვარ, მაგრამ არ მიშვებენ სახლში, რადგან უნდათ მეტხანს დამაკვირდნენ. ასევე ჩემს გამოსაშვებად სჭირდებათ მთავრობის ნებართვა. დღეს დედიკოს დაურეკეს და უთხრეს, რომ ხელი უნდა მოაწეროს საბუთს, რომლის მიხედვით, ჩემი 24 საათიანზე მეტხანს გაჩერების შემთხვევაში ერთ დღეზე უნდა გადავიხადოთ 110 ლარი. ამ ყველაფრის ფონზე მარტო ვარ დილიდან და არც რაიმე გამოკვლევა მიტარდება და არც რაიმე ანალიზის პასუხს ველოდები. ოთახში მაქვს ქუჩაში გასასვლელი კარი. შემიძლია ავდგე და უბრალოდ წავიდე.

3. ახალ ამბებში მოისმენთ რომ მოვედი მაღალი სიცხით. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩინეთი დავტოვე 20 იანვარს და ამას გარდა, ჩემს ქალაქში დღემდე არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ჩემს პროვინციაში არ ჭამენ ისეთ რამეს, რაც თქვენ გაგაოცებდათ. არაა ცხოველთა ბაზრობები და ხალხს ძაღლის ჭამაზე ისეთივე შემზარავი რეაქცია აქვს, როგორიც მე, თქვენ და ნებისმიერ საღ გონებაზე მყოფ ადამიანს. ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, არ იყო ჩინეთში გადაღებული, არამედ ინდონეზიაში. ნუ იჯერებთ ყველაფერს რასაც ახალ ამბებში ისმენთ ან კითხულობთ. ყველაფერი პოლიტიკაა ამ ქვეყანაში და ნუ @@@ვდებით.

4. ჩინელები არიან უსაყვარლესები, ძალიან კეთილები და უშუალოები. არ იმსახურებენ ამას მსოფლიოსგან. ხალხი მასიურ ამოწყვეტას უსურვებს და იქ მცხოვრებ ქართველებს, სხვა ქართველების მიერ დაწერილი კომენტარები და ჩაგვრა უფრო გვაშინებს ვიდრე ვირუსი. ძალიან სამწუხაროა ასეთი რასისტული დამოკიდებულების დანახვა მშრომელი ერის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ეს საფრანგეთს, ამერიკას ან რომელიმე თქვენთვის მოსაწონ ერს რომ დამართოდა, ჰეშთეგ "ფრეი ფორ ფარიზებით" გულს აირევდით.

5. ძალიან მენატრება ჩინეთი და იქ მყოფი მეგობრები. მჯერა, ჩინელი ხალხი მოერევა ამ ყველაფერს და მალე დავუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მიზეზი, რის გამოც აქ დავბრუნდი იყო ის, რომ ამსტერდამის ავიახაზებმა ფრენა გამიუქმა ჩინეთის მიმართულებით და სხვა ვარიანტები არ მაწყობდა. მიყვარს იქაური ჩემი ცხოვრება და იმედია, მალე დავბრუნდები.

თქვენ კიდევ ფრთხილად იყავით, კედელზე ადგილი არ გამოგრჩეთ, ხატებით კარგად ამოავსეთ. და ლომისობას სისხლის წვიმას რომ მოიყვანთ, მერე გაიხსენეთ ჩინელები გველებს რომ ჭამენ. საინტერესოა ისევ ისე ამაზრზენად თუ მოგეჩვენებათ. მადლობა ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ.中国加油 🇨🇳🇨🇳𝐺𝑜 𝐶ℎ𝑖𝑛𝑎, 𝑔𝑜 " - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამუნა ლუტიძე.

ანუკი არეშიძის დედა Covid 19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე და კოლეგა ექიმის ფოტოპოსტი

ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ავსტრიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს - წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად აჭარაში ისვენებს - როგორ ატარებს დროს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე