ავტორი:

ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ

ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ

ძლიერმა ქარმა გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან შენობას სახურავი ნაწილობრივ გადახადა. აღნიშნულ შენობაში თავდაპირველად სასტუმრო ,,ქართლი“ იყო განთავსებული, შემდგომ კი, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.

"საკმაოდ ძლიერი ქარი იყო და ამ მრავალსართულიანი შენობის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. დევნილები აქ აღარ ცხოვრობენ, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფოსგან კეთილმოწყობილი ფართით. ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო შენობის მიმდებარე ქუჩის საფეხმავლო ტროტუარის და საავტომობილო გზის გაწმენდა სახურავის დაზიანებული კონსტრუქციებისგან. შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. მეპატრონეც იმყოფებოდა ადგილზე, მიეცა მითითება, რომ რაიმე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შეაკეთოს ან დაზიანებული სახურავის დემონტაჟი განახორციელოს“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

„ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს. გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში - 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი - 1 შეტყობინება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ