ავტორი:

იგრძენი სიმყუდროვე "არქის" ბინებში

იგრძენი სიმყუდროვე "არქის" ბინებში

ჩვენს პიროვნებას ჩვენივე სახლი ყველაზე მეტად გამოხატავს. ყოველ დილას სახლიდან ვიწყებთ, დამღლელი დღის შემდეგ კი ისევ ჩვენს მყუდრო ბინაში მივიჩქარით ხოლმე. მყუდროებას მრავალი ფაქტორი შეიძლება აერთიანებდეს, ამასთან ერთად კი, ის ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითოეული ჩვენგანი.

ზოგისთვის მყუდროება სამზარეულოში ყავის დასალევად შეკრებილ დიდ ოჯახთან ასოცირდება, ზოგისთვის კი ბედნიერებისთვის ბინის ერთი მყუდრო კუთხეც კი საკმარისია. არქის ბინები თბილისში შენდება იმ მიზნით, რომ მომავალმა მაცხოვრებლებმა თავიანთ ახალ სახლებში იგრძნონ სიმშვიდე, სტაბილურობა და მყუდროება.

ჩვენთვის სიმყუდროვე ბინის გარედან იწყება. მაგალითად, "არქი ისანის" კორპუსების წინ კეთილმოწყობილი პარკი შევქმენით იმისთვის, რომ მობინადრეებს დასვენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. გამწვანებული გარემო, საბავშვო საქანელები, საფეხბურთო მოედანი და სუფთა ჰაერი - ეს ყველაფერი ხელს უწყობს განიმტკიცოთ სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდა თქვენს ოჯახთან ერთად.

როგორც ამბობენ, ბედნიერება დეტალებშია. სწორედ ასეთი არცთუ ისე პატარა დეტალებით გამორჩეულია "არქი ნუცუბიძის" პროექტი. მიმდინარე მშენებლობა, რომლის ლამაზ აივნებს მალე ხის ფაქტურის დარაბები დაამშვენებს, არქის ერთ-ერთი არქიტექტურულად გამორჩეული საცხოვრებელი კორპუსი იქნება. ლამაზ აივანზე დღის დაწყება, ყავის დალევა თუ ოჯახური საღამოების მოწყობა სწორედ ის მცირე დეტალებია, რომლებიც სიმყუდროვისა და ბედნიერების შექმნაში დაგეხმარებათ.

წარმოიდგინეთ, გაზაფხულის თბილი საღამო, თქვენს კოპწია გამწვანებულ აივანზე საყვარელ ადამიანთან ან ადამიანებთან ერთად იმყოფებით, თბილისი კი ნელ-ნელა ბინდდება, განათებებიც იმატებს, შორიდან მომავალი სხვადასხვა ხმა ერთმანეთში ირევა, ქალაქს მაღლიდან გადასცქერით, თქვენ თვალწინ კი მთაწმინდისა და კუს ტბის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება - თუ ამის წარმოდგენაზე, სიმშვიდის განცდა გეუფლებათ, ამ ოცნების ქცევა რეალობად არქი თამარაშვილის პროექტში შეგიძლიათ. მაღალი სართულების ბინები ამ არაჩვეულებრივი ხედებით გამოირჩევა და სიმყუდროვისა თუ დაცულობის განცდას გიქმნით.

დასრულებული პროექტი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი, "არქი თაუერი" კი მობინადრეების სრული კომფორტის შესაქმნელად აშენდა. "არქი თაუერში", სხვა პროექტებისგან განსხვავებით, კონსიერჟი მოგემსახურებათ, თანამედროვე დიზაინის ლობი კი შეგიძლიათ სასურველი ბიზნესშეხვედრებისთვის გამოიყენოთ. სტაბილურობისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ის ფაქტიც, რომ ბინაში უმაღლესი ხარისხის რემონტი, ჩაშენებული ტექნიკა და იტალიური სამზარეულო დაგხვდებათ.

R

თურქეთის კლინიკაში გამოჯანმრთელებული ქართველი ფეხბურთელი სპორტს  დაუბრუნდა - განკურნებული პაციენტის ისტორია

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!