ავტორი:

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველმნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამკომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიცბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტისმონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დისკოგრაფიაში მოხვდა. ამის მიუხედავად, One Republic წარმატებული სვლა არშენელებულა, პირიქით, 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა,რომელიც კომპოზიციებს All the Right Moves, Secrets და Good Life შეიცავს.

ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიურიკრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Starsდეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდიახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა.

One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human და ტურნე დააანონსა, რომლისფარგლებშიც Black Sea Arena-ს კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე OneRepublic როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.

Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 6 მარტს 13:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი. One Republic და Nile Rodgers & Chic-ისგარდა, 2020 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს,რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ საიტსადა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით.

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს