ავტორი:

სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

"საქართველოს შემდეგ რუსეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შემოდინება სომხეთიდანაც დაიწყო", - წერს რუსული მედია მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ დამნაშავეებზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა. შესაბამისად, სომხეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდები რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეტაპობრივად გაედინებიან.

"საკმაოდ დიდი "შენაძენის" შემდეგ, კიდევ რამდენიმე სომეხი განსგტერი გეგმავს რუსეთში ჩამოსვლას" – წერს გამოცემა Известия. სომხეთის პარლამენტმა ოფიციალურად მიიღო კანონი ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მათთან რაიმე სახის კავშირის მქონე პირების დასჯის შესახებ, რაც 7-დან 10-წლამდე პატიმრობით ისჯება.

iz.ru-ს ცნობით, 2018 წლიდან სომხეთში კრიმინალური ავტორიტეტები თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ.

"არადა, 2015 წელს ამა თუ იმ კრიმინალის სომხეთში ჩამოსვლის ან წასვლის შესახებ მედია სულ წერდა. ისე, როგორც ეს დედ ჰასანის შემთხვევაში ხდებოდა, მისი "კონფერენციებისა" და სხვა სახის შეხვედრების შესახებ ღიად იწერებოდა. სიკვდილის შემდეგ, პატივისცემის ნიშნად, მის საფლავზე უზარმაზარი ქანდაკება აღმართეს... უსაფრთხოების სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე არმენ ეგიზარიანი აღნიშნავდა, რომ უხერხული და მოუგვარებელი საკითხების მოსაგვარებლად კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართავდნენ და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავდნენ..." – წერს გამოცემა.

დედ ჰასანის საფლავი - ფოტო: რია ნოვოსტი

პოლიტიკური ცვლილების შემდეგ ზოგზე დევნა განხორციელდა, ზოგმა კი ქვეყანა საკუთარი ნებით დატოვა. 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ნიკო ფაშინიანის გუნდი მოვიდა, სომხური პოლიცია დამნაშავეების ფეშენებელურ სახლებს ეტაპობრივად "სტუმრობდა".

მთლიანობაში, სულ 12 ე.წ. კანონიერი ქურდისა და 20 "კრიმინალური ავტორირეტის" სახლი გაჩხრიკეს. კადრებში ჩანდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკები, იარაღი და საბრძოლო დანიშნულების ნივთები.

"არც ისე დიდ ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და კოლონიებსაც შეუტია და მათი კონტროლი დაიწყო, რათა ის პირები გამოევლინათ, ვინც საპატიმროებში პრივილეგიებით სარგელობდნენ. მათ კამერებში კარიც კი არ იკეტებოდა, არ მოწმდებოდა მათი ამანათები, მათთვის ნებადართული იყო მობილური ტელეფონები. ერთი სიტყვით, სასტუმროსავით ცხოვრობდნენ, რაც 2019 წლიდან დასრულდა. ახლა იქ მუდმივი რეიდებია" – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, სომხეთში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლა ისევ გრძელდება.

დევნის კვალდაკვალ კრიმინალური სამყარო შეზღუდვებს ყველა გზით, მათ შორის მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის მეთოდებით ებრძვის... გასული წლის ბოლოს "ნუბარაშენისა" და "რაზდანის" ციხეებში ამბოხიც მოაწყვეს. მსჯავრდებულებმა პროტესტის ნიშნად ფანჯრები ჩალეწეს და იქიდან ნივთები გადაყარეს...

"საქმე ის არის, რომ კრიმინალური სამყაროს წევრებს, ფაშინიანის გუნდის ოპოზიცია ქომაგობს, რადგან თავის დროზე მათთან ერთად აკეთებდნენ საქმეებს, ახლა კი, ისღა დარჩენიათ იმისთვის იბრძოლონ, რომ კრიმინალებმა მართონ ქვეყანა", – წერს გამოცემა.

მასთან საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში არტურ ატაევი ამბობს, რომ "ყველაფერთან ერთად, სომხეთში ეკონომიკის დონე სხვადასხვა დონეზე შეიცვალა, ძალაუფლება ხელში ძალოვნებმა აიღეს, ამიტომ სომეხი კრიმინალები თავიანთ ადგილს რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, როსტოვის ოლქსა და მოსკოვში ხედავენ...".

რუსი პოლიტოლოგის, მიხაილ ალექსანდროვის ცნობით, ფაშიანინი ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს კრიმინალებთან ბრძოლას, რაც ქვეყანაში მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. "ახლა მთავარია, სომხეთში ძველი "ქურდების" გაძევების შემდეგ, ხელისუფლებაში ახლები არ გამოჩნდნენ..." - წერს ალექსანდროვი.

რუსული მედიის ცნობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან მუდმივად გაედინებიან კრიმინალები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსა და ოლქებში, სადაც შემდეგ "საქმიანობას" წარმატებით განაგრძობენ.

“მთავარია, ერთხელ გავუშვათ და როგორმე ამოვძირკვავთ ამ მახინჯ მენტალობას, რომელმაც თაობები შეიწირა..."; "მშვიდობაში მოიხმაროს რუსეთმა ჩვენი თანამემამულეები, კიდევ გავუგზავნით, მით უმეტეს, რომ იქ ციხეშიც თავს კარგად გრძობენ..."; "ახლა რუსეთის ხელისუფლებასთან იმეგობრებენ და კომფორტს მოიწყობენ, მთავარია, აქედან წავიდნენ" - წერენ სომეხი ინტერნეტმომხმარებლები.

მთავარი ფოტო: РИА Новости

ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა