ავტორი:

"არასრულწლოვნები დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ რა საშიშია ყველასთვის?" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე

"არასრულწლოვნები დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ რა საშიშია ყველასთვის?" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე

"ფეისბუქის" ჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებლები" ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ დღეს დილით სუპერმარკეტში დაყაჩაღების მცდელობის ფაქტს შეესწრო. მისივე თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ და მათ დანები ჰქონდათ, რითაც მაღაზიის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ:

"ამ პოსტს ვწერ ძალიან გაბრაზებული და განერვიულებული. დღეს დილის 8-ის ნახევარზე, "სპარში" 4 არასრულწლოვანი ბავშვი, დანებით შეუვარდბენ თანამშრომლებს. ორმა მაღაზიიდან გამოქცევა მოასწრო, ორს თანამშრომლები აკავებდნენ იქამდე, სანამ პატრული არ მოვიდოდა, მაგრამ პატრული არსად ჩანდა. 8-ის ნახევარზე იქ რომ შემთხვევით რამდენიმე ადამიანი არ ვყოფილიყავით, არ ვიცი რით შეიძლებოდა დამთავრებული ეს ყველაფერი.

10 წუთის განმავლობაში ორჯერ დავრეკეთ პატრულში, ამასობაში ის დაჭერილი ბავშვებიც გაიქცნენ. ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი, დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ როგორი საშიშია ყველასთვის? პატრული, რომელმაც დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, ამათ იმედზე უნდა ვიყოთ? ბავშვები რომლებიც საჭმლისთვის, ბინისთვის ან არ ვიცი სწავლისთვის მუშაობენ, ვერ უნდა გრძნობდნენ რომ დაცულები არიან? ორი ახალგაზრდა ადამიანი, სრულიად მარტო მთელი ღამე, არც დაცვა არც არაფერი თავდასაცავი. წარმოგიდგენიათ რამხელა სტრესი მიიღეს ამ ბავშვებმა? როგორ ინერვიულეს?

როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?! ან დაცვა დააყენეთ მაღაზიებში ან არ გვჭირდება 24-საათიანი მაღაზიები! ყველანი უნდა დავუდგეთ გვერდში "სპარის" და მსგავსი მაღაზიების თანამშრომლებს, რომ ჩვენ შევაცვლევინოთ ეს დამპალი სისტემა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი მარიამ მ.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "სპარის" სასურსათო მაღაზიაში მოხდა. ჩვენ "სპარის" წარმომადგენლებს დავუკავშირდით, თუმცა ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან.

საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, AMBEBI.GE შსს-საც დაუკავშირდა. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

ეს "სპარის" მაღაზიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის 30 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მდებარე "სპართან" მომხდარი ინციდენტის შედეგად, მაღაზიის თანამშრომელი მათე ჯომიდავა დაშავდა. ბიჭი, რომელიც თავდამსხმელის მხრიდან ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იყო, ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე