ავტორი:

"იზოლირებულები ვართ და ვირუსს არ ვავრცელებთ" - ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ახალი ფოტო და მიმართვა საზოგადოებას

"იზოლირებულები ვართ და  ვირუსს არ ვავრცელებთ" -  ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ახალი ფოტო და მიმართვა საზოგადოებას

როგორია ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის მდგომარეობა - მსახიობი ახალ ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ ტომმა საზოგადოებას გუშინ აცნობა.

ის ავსტრალიაში ელვის პრესლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფილმზე მუშაობდა. მასთან ერთად იმყოფებოდა რიტა უილსონიც. წყვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც, ექიმებს მიმართეს. ტესტმა კი აჩვენა, რომ ისინი კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები.

მსახიობი "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ფოტოს გვიზიარებს. ის მადლობას უხდის ყველას. განსაკუთრებით კი მათ, ვინც ასეთ დროს მასზე ზრუნავს.

"გამარჯობა, ადამიანებო. მე და რიტას გვსურს მადლობა გითხრათ ყველას. მათ ვინც ზრუნავს ჩვენზე. ჩვენ Covid-19 გვაქვს და იზოლირებულები ვართ და ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არავის გადავდებთ. არიან ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება დაავადება ძალიან სერიოზული იყოს. ამ დროისთვის უკვე ერთი დღეა რაც იზოლაციაში ვართ. არსებობს რაღაცები რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია ყველაფრის დასაძლევად - ექსპერტების რჩევის გათვალისწინებით, საკუთარ თავზე და ერთმანეთზე ზრუნვით“, - წერს მსახიობი.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა