ავტორი:

ჰაერში ომის სუნი დგას - გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

ჰაერში ომის სუნი დგას - გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველი, მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს შეჩერდნენ, ვიდრე მოვლენები კატასტროფულ შედეგებამდე არ მივა. მისი თქმით, „ჰაერში ომის სუნი დგას“.

„დასავლეთი ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი კი დასავლეთს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სუპერ ძალის ქვეყნებს ეკისრება. სამწუხაროა, რომ აშშ-ის და ბრიტანეთის ლიდერებმა უარი უთხრეს პუტინს მოსკოვში ჩასულიყვნენ სამამულო ომის 75 წლისთავზე“, - აღნიშნა გორბაჩოვმა და ლიდერებს მოუწოდა, რომ „შეჩერდნენ“.

„შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ - ეს არის ის პასუხისმგებლობა, რაც თქვენ ხალხს უნდა აჩვენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მთელი მსოფლიო ერთი საშიში საფრთხის, კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას“, - განაცხადა გორბაჩოვმა „ნოვაია გაზეტასთან" ინტერვიუში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდა

დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდგინდა

დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა