ავტორი:

ნიკა გილაურის ცხოვრება წლების შემდეგ - როგორ გამოიყურებიან ექს-პრემიერის მოდელი მეუღლე და სამი შვილი

ნიკა გილაურის ცხოვრება წლების შემდეგ - როგორ გამოიყურებიან ექს-პრემიერის მოდელი მეუღლე და სამი შვილი

ნიკა გილაური 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსი ძალიან პოპულარული გახლდათ და შესაბამისად მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი ჭორი გავრცელებულა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გილაური ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ტელეწამყვანზე იყო შეყვარებული, ასევე ამბობდნენ, რომ ის შესაძლოა მომღერალ სოფო ნიჟარაძეზე დაქორწინებულიყო, მაგრამ მოულოდნელად გილაური დაოჯახდა.

მისი მეუღლე უცნობი მოდელი მაიკო შამუგია გახდა და ექსპრემიერის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის სამუდამოდ დაიკეტა. გილაური ცოლთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებზეც კი არ ჩნდებოდა.

შამუგიაზე ცნობილი იყო მხოლოდ ის რომ, ერთ-ერთ წელს სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა. ასევე ის, რომ გოგონა აფხაზეთიდან დევნილია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკოსი საკონსულტაციო კომპანიას ჩაუდგა სათავეში. Reformatics საჯარო სექტორში დასაქმებულ ლიდერებთან 2012 წლიდან თანამშრომლობს.

ექსპრემიერმა დაწერა წიგნი "პრაქტიკული ეკონომიკა". ნიკა გილაური და მაიკო შამუგია უკვე სამ შვილს ზრდიან. წყვილი ძირითადად თურქეთში ცხოვრობს. მაიკო შვილებს ზრდის, მისი საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი.