ავტორი:

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შეასხებ რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში თვითიოზოლაციის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

„ზოგადად, კორონავირუსი არის გლობალური გამოწევავა. დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. მთლიანად მთავრობა მუშაობს იმ რეკომენფდაციების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ პანიკას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ყველანაირი ქმედითი ღონისძიება გატარებულია და შესაბამისად ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით და ღირსეულად ვუპასუხებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თვითიზოლაციის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არცერთ შემთხვევაში არ დაარღვიონ წესები და ამით საფრთხე არ შეუქმნან როგორც მათ, ასევე განსაკუთრებით სხვების ჯანმრთელობას“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძემ თავი შეიკავა პასუხისგან, არის თუ არა დაინფიცირებული პირი აჭარის მცხოვრები. თუმცა, აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსის გავრცელების საშიშროება რეგიონში არ არის.

„ამ ადამიანთან დაკავშირბეით გატარებულია ყველა პროტოკოლური ღონისძიება. ეს ადამიანი პირდაპირ გადაიყვანეს კარანტინში, შესაბამისად, გავრცელების რისკები მინიმალურია“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის 3 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც სწორედ აღნიშნულ სტატისტიკაში შედის.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

ტელეფონზე უთხრა ახლობელს, რომ პოლონეთიდან დაბრუნებულმა, თვითიზოლაციის წესი დაარღვია - თბილისი-ზუგდიდის "მარშრუტკის" მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს