ავტორი:

რატომ ვრცელდება ასე ადვილად კორონავირუსი - რა წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდზე

რატომ ვრცელდება ასე ადვილად კორონავირუსი - რა წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდზე

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი ჭორი და მართალი იწერება, რის გამოც ადამიანები დაბნეული არიან. "მკურნალი" გთავაზობთ იმ დასკვნებს, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა და საერთაშორისო რეკომენდაციად გაავრცელა:

რატომ არის, რომ ეს ვირუსი ასე ადვილად ვრცელდება? ხომ არ არის გადაცემის ისეთი გზები, რომლის შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია?

უკვე დადასტურებულია, რომ კორონავირუსი დაავადებული ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ხველისა და სუნთქვის დროს ცხვირიდან და პირიდან გამოტყორცნილი ვირუსშემცველი მცირე წვეთების გზით. ეს წვეთები ეცემა საგნების ზედაპირებს, მერე მას შეეხება ჯანმრთელი ადამიანი ხელით, ამ ხელს მიიტანს თვალთან, პირთან, ცხვირთან და ვირუსი მის ორგანიზმში შეიჭრება.

თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი გადაედება მაშინაც, როცა ჯანმრთელი ადამიანი დაავადებულის მიერ ამოსუნთქულ ჰაერს ჩაისუნთქავს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ დაავადებულისგან 1 მეტრის დისტანცია შევინარჩუნოთ.

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კორონავირუსი ჰაერის გზით ვრცელდება, გავრცელების გზაა ჰაერ-წვეთოვანი ანუ ვირუსს შეიცავს მხოლოდ დაავადებულისგან გამოტყორცნილი მცირე წვეთები.

ბევრი ადამიანი კითხულობს, ავრცელებს თუ არა ვირუსს ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ ვირუსს ავრცელებს ადამიანი, რომელიც ახველებს, შესაბამისად უსიმპტომო ადამიანის მიერ მისი გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. თუმცა ზოგიერთ დაავადებულს ძალიან უმნიშვნელოდ აქვს გამოხატული სიმპტომები, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე. ამიტომ COVID-19 შეიძლება გადაგვედოს ადამიანისგან, რომელსაც, მაგალითად, აქვს მსუბუქი ხველა და თავს ცუდად არ გრძნობს.

გადაეცემა თუ არა COVID-19 დაავადებული ადამიანის ფეკალიებით? წაიკითხეთ სრულად

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - პრემიერი

"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია

"10 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია და 15 ადამიანის ტესტის შედეგებს ველოდებით" - მარინა ეზუგბაია