ავტორი:

აშშ-ში გარდაცვლილთა ახლობლებს დაკრძალვის პირდაპირ ეთერში ყურებას ურჩევენ - რეკომენდაციები კორონავირუსის დროს

აშშ-ში გარდაცვლილთა ახლობლებს დაკრძალვის პირდაპირ ეთერში ყურებას ურჩევენ - რეკომენდაციები კორონავირუსის დროს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ურჩევს მოსახლეობას, რომ დაკრძალვის ცერემონიების დროს "ლაივ სტრიმინგი" (პირდაპირი ტრანსლირება) გამოიყენონ და თავი აარიდონ ადამიანთა ჯგუფების თავშეყრას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა ხალხს, რომ კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავი აარიდონ შეკრებებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაკრძალვაზე დასწრების ნაცვლად გარდაცვლილთა ახლობლებს ალტერნატივად დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირ ეთერში ყურებას ურჩევს.

"მაგალითად, შესაძლებელია გამოვიყენოთ პირდაპირი ტრანსლაცია, ამით შემცირდება დაკრძალვაზე უშუალოდ დამსწრე ადამიანების რაოდენობა. დისტანციის დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენის ზომების მკაცრად დაცვაც“, - ამბობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი და ეპიდემიოლოგი, დევიდ ბერენდესი.

ჯერჯერობით უცნობია წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კორონავირუსით გარდაცვლილის ცხედარი და არის თუ არა სახიფათო იმ ოთახში ყოფნა, სადაც მიცვალებულია. ამ ეტაპზე აღნიშნულის დასადგენად აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

სანამ კვლევის შედეგი გვეცოდინება, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს ადამიანებს, დამკრძალავი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ, ვინც უშუალოდ არიან პროცესში ჩართულები, დაიცვან ჰიგიენის რუტინული წესები და გამოიჩინონ სიფრთხილე.

აშშ-ში კორონავირუსით 9 464 დაინფიცირდა, მათ შორის 155 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 108 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მედია - რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

დონალდ ტრამპმა ის პრეპარატი დაასახელა, რომელსაც აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ცდიან

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთში დაღუპულთა მონაცემს გადააჭარბა