ავტორი:

"როცა დედა ქვეყნის სამსახურშია..." - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი ექიმების ფოტოები და მოქალაქეების მადლობა

"როცა დედა ქვეყნის სამსახურშია..." - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი ექიმების ფოტოები და მოქალაქეების მადლობა

ბლოგერი და ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე "ფეისბუქზე" დედის, მაია ნადარეიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ინფექციონისტია და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მუშაობა.

"როცა დედა ქვეყნის სამსახურშია... ეპიდემიოლოგია და ხალხი კარანტინში გადაჰყავს. ცოტათი მაინც რომ მშვიდად ვიძინოთ. დარჩი სახლში" - წერს ბალანჩივაძე და დასძენს, რომ როგორც ექიმი დედა ეუბნება, ბევრი პაციენტი დაუმორჩილებელია და პოლიციის დახმარებით უწევთ მუშაობა.

"ძალიან ცოტას თუ ესმის სიტუაციის სიმძიმე, მაგრამ ოპერატიულად მუშაობენ. დასამშვიდებლად გვექნება საქმე, როცა ამ გაკვეთილს რაც შეიძლება მალე ვისწავლით" - დასძენს ტელეწამყვანი.

მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში შვილები მშობლების ფოტოებს ტვირთავენ, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან და კორონავირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე იბრძვიან:

"ეს საამაყოა! ისიც ხომ ბრძოლის ველზეა და სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს და საკმაოდ მაღალ დონეზე გამოსდით, ამიტომ იამაყეთ ჩემო კარგო და გაუფრთხილდით დედას"

"დედაჩემიც მაგ მდგომარეობაშია...

"ნამდვილი გმირია ყველა ექიმი, ვინც ამ საშინელ უხილავ ურჩხულს ებრძვის!"

"როცაა მამაც სამსახურშია და თანაც ამჟამინდელ ცხელ წერტილში მარნეულში! თუმცა, იმედიანად და რაც მთავარია მშვიდი სახეებით"

"ექიმები გმირები არიან, მადლობა მათ!!"

"იმედია მხოლოდ ტაშით არ შემოვიფარგლებით და ამ ადამიანების თავდადება უფრო დაფასებული იქნება"

"მადლობა დედას, მადლობა ყველა ექიმს, მადლობა ყველა იმ ხალხს, ვინც ჩვენი დროის ყველაზე დიდი გმირები არიან... დარჩი სახლში შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.

ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის - რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან

"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

თბილისში გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებს დეზინფექცია ჩაუტარდა - ნახეთ ფოტოები