ავტორი:

"რისკ-ჯგუფში არ იყო, უბრალოდ არ გაუმართლა" - რას წერს პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი COVID-19-ით გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე

"რისკ-ჯგუფში არ იყო, უბრალოდ არ გაუმართლა" - რას წერს პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი COVID-19-ით გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე

საფრანგეთში კორონავირუსით გუშინ 16 წლის გოგონა დაიღუპა. "ფრანს 24"-ის ინფორმაციით, ბავშვი პარიზში დაიღუპა.

"ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსი პატარებზე მძიმე გავლენას არ ახდენდა და ჩვენც გვჯეროდა, ისევე როგორც ყველას", - განაცხადა გოგონას დედამ მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, გოგონას თანდართული დაავადებები არ ჰქონდა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე, რომელიც პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეიროპედიატრიის განყოფილების პედიატრია:

"საფრანგეთში გარდაცვლილი 16 წლის გოგოს ამბავს აქ ბევრი აზიარებს. მეც დავინტერესდი, ჩემი ყოფილი კოლეგა მუშაობს ახლა იმ საავადმყოფოში, სადაც შეიყვანეს და დაუდგინეს კოვიდ-19.

სიკვდილის მიზეზი გახდა ის, რომ ბავშვი სწრაფად დამძიმდა, ადგილზე არ ქონდათ რეანიმაციის განყოფილება და სანამ პარიზის გარეუბნიდან ნეკერში გადაიყვანეს, ძვირფასი დრო დაიკარგა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს შესაძლებლობის ფარგლებში, გოგოს უბრალოდ არ გაუმართლა...

ცნობისთვის, მართალია არც რისკ-ჯგუფში იყო და არც მავნე ჩვევები ქონდა, მაგრამ ასეთი უიშვიათესი გამონაკლისები ხდება ხოლმე საუბედუროდ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, გავრცელების შეზღუდვა და ინტენსიური თერაპიის ხელმისაწვდომობა!..

და ბოლოს დავაზუსტებ, გამონაკლისის განზოგადება არ შეიძლება, დიდი ალბათობით ეს გოგოც გადარჩებოდა დროული დახმარებით..." - წერს ლობჟანიძე.

"გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ხატებზე აჩონჩხლილი ოქრო-ვერცხლი და გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარონ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"მიყვარხარ" - როგორ ამხნევებს ანუკი არეშიძე მეუღლეს, ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"ეგ დაავადება მეც გადავიტანე... ეს არის 24 საათიანი მუშაობისა და არანორმალური წესის შედეგი" -  რას წერს სოსო გოგაშვილი კახა კალაძის დიაგნოზზე?