ავტორი:

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე - Reuters-ის სულისშემძვრელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე - Reuters-ის სულისშემძვრელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან

მსოფლიო კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის პანდემიას ებრძვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი სირთულისა და ამხელა გამოწვევის წინაშე ადამიანები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილან. ბევრი პოლიტიკოსი მიმდინარე პროცესებს ომზე უარესს უწოდებს, რადგანაც უხილავ მტერთან გვიწევს ბრძოლა.

ყოველდღე გვესმის კორონავირუსთან დაკავშირებული სულისშემძვრელი ისტორიები და გვყავს ახალი გმირები, რომლებიც პანდემიის შესაჩერებლად მუხლჩაუხრელად მუშაობენ. ბრძოლის წინა ხაზზე ახლა ექიმები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მკურნალობენ ინფიცირებულებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 030 181 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 54 198 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 219 824 გამოჯანმრთელდა.

გთავაზობთ სააგენტო Reuters-ის ფოტოებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული:

ფოტო მადრიდის ერთ-ერთი კლინიკიდან
"როიტერსის" ფოტო სერბეთის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან
ბრიტანეთში მამაკაცს ექიმი კორონავირუსზე ტესტს მანქანაშივე უტარებს.
ნიუ.იორკში გახსნილ საველე ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი შეჰყავთ
საავადმყოფოს პერსონალი დამკრძალავი ბიუროს შენობაში ისვენებს, რომელიც სპეციალურად გამოიყო მედიკოსებისთვის. შენობა კლინიკასთან ახლოს მდებარეობს. "როიტერსის" ფოტო ფილიპინებიდან.
იტალიელ ექიმებს რობოტი მედდა ეხმარება
ფოტო ბრაზილიაშია გადაღებული, სადაც ერთდროულად ბევრი საფლავი გათხარეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატა. ამ დროისთვის ქვეყანაში 8 066 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 327 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 127 გამოჯანმრთელდა.
მედიკოსები ვარშავაში, საველე ჰოსპიტალთან
ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის საფლავს დეზინფექციას უტარებენ
დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი ესპანეთიდან
ესპანელი მედიკოსები ერთმანეთს ამხნევებენ
ბელგრადში ყველაზე დიდი შენობა საავადმყოფოდ გადაკეთდა და ჯარისკაცებმა იქ პაციენტებისთვის საწოლები განათავსეს
კორონავირუსით ინფიცირებულ ჩვილს, რომელიც ყველასგან იზოლირებულია, მედდა უვლის და მასზე ზრუნავს. ფოტო უხანშია გადაღებული
ქუვეითში ადამიანები კორონავირუსზე ტესტირების რიგს ელოდებიან

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი გავრცელებულ შეთქმულების თეორიაზე

"მსგავსი არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს" - ტრამპის თქმით, აშშ-ში COVID-19-ით ბევრი ადამიანი დაიღუპება

ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა