ავტორი:

საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა - "ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა"

საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა - "ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა"

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა. ტელეკომპანიის ცნობით, ძალოსანი სპორტსმენის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა.

მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, ის იმყოფებოდა დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას ადამიანების წრეში, ასევე რამდენიმე დღის წინ ჩასული იყო სამეგრელოში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ინფორმაციისთვის, 156 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა