ავტორი:

ყველა, ვისაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის

ყველა, ვისაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის

სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირების გამო, ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ საუბარში ეკლესიის დარაჯმა განაცხადა.

ეკლესიაში სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს. დარაჯის განმარტებით, პირადად მან დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა. თუმცა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.

თავის მხრივ სასულიერო პირის დაინფიცირებაზე კომენტარს აკეთებს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარს კორონავირუსული ინფექციით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. თავადაპირველად სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა შემდომ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი და და დისშვილი არიან მოთავსებულნი - მათაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მათგანი გახდა ინფექციის გადაცემის წყარო.

ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - დანფიცირებული ექიმია

"ტაძარი უფლის სახლია... წესების დაცვით, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა იქ დარჩენა შესაძლებელია" - კვირიკაშვილი

"საბა" მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უჩვეულო გზით მოუწოდებს