ავტორი:

"ნუ გავწყვეტთ ახალ ტრადიციას და შევახსენოთ ერთმანეთს წიგნის ჩუქების დღე" - გიორგი კეკელიძის გამოწვევა მკითხველს

"ნუ გავწყვეტთ ახალ ტრადიციას და შევახსენოთ ერთმანეთს წიგნის ჩუქების დღე" - გიორგი კეკელიძის გამოწვევა მკითხველს

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ადამიანებს ბევრი საყვარელი საქმიანობა შეეზღუდათ - მეგობრებთან შეკრება, კაფეში თუ ღია სივრცეებში გართობა, თუნდაც ახალი წიგნების ყიდვის შესაძლებლობა, რადგან წიგნის მაღაზიები დაკეტილია.

23 აპრილს წიგნის დღე ახლოვდება. ამ დღეს გასულ წელს წიგნის ჩუქების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, იმისთვის, რომ ეს ტრადიცია არ დაირღვეს, მწერალს და ეროვნული ბიბლიოთების დირექტორს გიორგი კეკელიძეს, მკითხველთან ასეთი შეთავაზება აქვს:

"#აჩუქეწიგნი - ალბათ გახსოვთ საყოველთაო გამოწვევა, რომელიც ერთი წლის წინ, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს დავაწესეთ და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გთავაზობთ, ერთი მხრივ არ დავივიწყოთ ეს ინიციატივა, ნუ გავწყვეტთ ახალ ტრადიციას და ირიბი ფორმით შევახსენოთ ერთმანეთს ეს დღე. დღეს საღამოს 18:00 საათზე განვათავსებ პოსტს და იმედი მაქვს, ვიაქტიურებთ.

ასევე, 23-ში შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ წიგნის გარეკანი, რომლის ჩუქებასაც მეგობრისთვის აპირებთ მას შემდეგ, რაც კორონა წავა. დანარჩენს ვიდეოდან შეიტყობთ" - წერს კეკელიძე.

მათ ვინც კეკელიძის გამოწვევაში ჩაერთვება და მისი პოსტის კომენტარებში განათავსებს ფოტოებს პირობების შესაბამისად და ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, "ბიბლუსი" გადასცემს წიგნის 100 და 50-50 ლარიან ვაუჩერებს.

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოიცა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეთერთმეტე თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეათე თავი)